მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, ჰეჯ-ფონდების ინდუსტრიამ $80 მილიარდის წმინდა გადინება დააფიქსირა, მაშინ როდესაც ინდუსტრიისთვის წმინდა მოგებამ $119 მილიარდი შეადგინა. მონაცემებს Aurum Funds-ი აქვეყნებს.
Aurum-ის ინფორმაციით, 2023 წელს საუკეთესო შედეგი მრავალსტრატეგიულმა ჯეჰ-ფონდებმა აჩვენა – პოზიტიური 5.9%-იანი ამონაგები, მას კი საკრედიტო ჰეჯ-ფონდები მოჰყვება – პოზიტიური 5.6%-ით. მიუხედავად ამისა, ჰეჯ-ფონდების საკონსულტაციო ფირმა Agecroft Partners-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი დონ სტეინბრუგე მიიჩნევს, რომ ინვესტორები შესაძლოა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ მიიზიდოს, დამატებით კი აქტივთა დიდი ნაწილის კერძო კრედიტებისკენ გადინებაც შეინიშნება.
პირველი ნოემბრის მდგომარეობით, ექვსთვიან პერიოდში, აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების 10-წლიანი სარგებელი 146 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ინვესტორ მაიკლ ოლივერ ვეინბერგის შეფასებით, ჰეჯ-ფონდებიდან ფულის გადინება ინდუსტრიის სიმწიფეზე მიუთითებს, სამომავლო ზრდა კი, სავარაუდოდ, კერძო საკუთრებიდან იქნება, რაც ინსტიტუციური ინვესტორებიდან ნეგატიურ ზრდას დააკონპენსირებს.
Aurum-ის მოხსენებით, ჰეჯ-ფონდების სტრატეგიები – ძირითადად ხანგრძლივი ვაჭრობის ფსონების აქციებით – ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წლის განმავლობაში საშუალოდ 2%-იანი პოზიტიური ამონაგებით უნდა გაზრდილიყო. იგი საერთო ჯამში 3,402 ფონდს აკონტროლებს, რომელთა მართვაში არსებული აქტივების კოლექტიური ღირებულება $2.9 ტრილიონს აღწევს.