ავსტრალიაში მზის ენერგიამ ქვანახშირის გამოყენებით მიღებულ ენერგიას გადაასწრო

ავსტრალიაში მზის ენერგიამ ქვანახშირის გამოყენებით მიღებულ ენერგიას გადაასწრო

ავსტრალიაში, ელექტროენერგიის ეროვნულმა ბაზარმა ახალ ეტაპს მიაღწია – ისტორიაში პირველად, მზის ენერგიამ ქვანახშირის გამოყენებით მიღებულ ენერგიას გადაასწრო.

მზის ენერგიის გადაჭარბება მხოლოდ რამდენიმე წუთით დაფიქსირდა, რადგან დაბალმა მოთხოვნამ და მზიანმა ცამ კვირას, ქვანახშირის წვლილი რეკორდულ მინიმუმზე 9,315 მეგავატზე ჩამოიყვანა, ხოლო მზის დომინანტური წილი 9,427 მეგავატამდე გაზარდა.

მელბურნის უნივერსიტეტის კლიმატისა და ენერგიის კოლეჯის მკვლევარ დილან მაკკონელის ინფორმაციით, ამ მცირე პერიოდში, განახლებადი ენერგია ელექტროენერგიის ეროვნული წარმოების 57%-ს შეადგენდა.

მიუხედავად მაკკონელის განცხადებისა, რომ მსგავსი შედეგი მხოლოდ დროებითია და ავსტრალია ჯერ შორსაა მსგავსი ნიშნულიდან, რამდენიმეწუთიანი მონაცემები ენერგიის ფასებზე კვირას დილის 8.30-დან საღამოს 5 საათამდე უარყოფითად აისახა. მზისა და ქარის ენერგიის მწარმოებლებისგან განსხვავებით, ქვანახშირის გენერატორები ფასების ნეგატიური ცვლილების მიმართ ბევრად მგრძნობიარეა. ის ხარჯები, რომლებიც ქვანახშირის გენერატორების გათიშვასთან და გადატვირთვასთან ასოცირდება ზედმეტად მაღალია, რაც ნიშნავს, რომ მეწარმეები გააგრძელებენ მუშაობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მათთვის ზარალს გამოიწვევს.

მონაცემთა ბაზის, NEMlog-ის თანახმად, ავსტრალიას 100%-ით შეუძლია დააკმაყოფილოს ქარისა და მზის ენერგიის მოთხოვნილება, ხოლო ვიქტორიის შტატს, სახელწიფო მოთხოვნის 102%-ის დაფარვა შეეძლებოდა, თუ მეწარმეები იძულებულები არ გახდებოდნენ ნეგატიური ფასების პერიოდში განახლებადი ენერგიის გათიშვის გადაწყვეტილება მიეღოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *