ბაიდენის ორგანიზებულ ელექტრომობილების სამიტზე Tesla არ მიიწვიეს

ბაიდენის ორგანიზებულ ელექტრომობილების სამიტზე Tesla არ მიიწვიეს

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ავტომწარმოებლების ამბიციური მიზნები იზეიმა ელექტრომობილებთან დაკავშირებით. მაგრამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს ღონისძიება უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლის, Tesla-ს, გარეშე გამართა.

ბაიდენის მიერ გამართულ ღონისძიებას General Motors-ის, Ford-ის, Stellantis-ის, Fiat Chrysler-ისა და PSA-ის აღმასრულებელი დირექტორები ესწრებოდნენ. თუმცა, აღნიშნული ავტომწარმოებლები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების მხოლოდ მიზერულ წილს ითვისებენ. მაგალითისათვის, General Motors-ზე ელექტრომობილების გაყიდვების მხოლოდ 1.5% მოდის, Ford-ზე კი 1.3%. ამ კომპანიებისაგან განსხვავებით, Tesla მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს და მისი გაყიდვების წილიც სხვა ყველაზე ბევრად დიდია.

შესაბამისად, ავტოგიგანტის აღნიშნულ ღონისძიებაზე არყოფნა, რა საკვირველია, ბევრ კითხვას ჰბადებს. თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ამ თემას ტვიტერზე გამოეხმაურა და ამ ყველაფერს დიდი უცნაურობა უწოდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მიესალმება იმ ავტომწარმოებლების ძალისხმევასა და მხარდაჭერას პრეზიდენტის მიზნების თანხვედრასთან დაკავშირებით. Tesla კი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა. შესაბამისად, ელექტრომობილების შესახებ კიდევ იქნება საუბრები და აშშ-ის ადმინისტრაციის პარტნიორების რიცხვიც უფრო გაიზრდება.

ჯო ბაიდენის გეგმის თანახმად შეერთებულ შტატებში 2030 წლისათვის ავტომობილების გაყიდვების ნახევარი სწორედ ელექტრომობილებზე უნდა მოდიოდეს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა საკუთარი სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას აღნიშნული ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *