საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის სამი კვარტლის (იანვარ-სექტემბრის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბანკების საბალანსო უწყისებიდან ირკვევა, რომ 30 სექტემბრის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი – 7 773 მლნ ლარი „თიბისი ბანკს“ აქვს გაცემული. ბანკის სესხები 2016 წლის 30 სექტემბერთან შედარებით 57%-ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანწილად „რესპუბლიკა ბანკის“ შესყიდვამ განაპირობა.
მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“ 6 452 მლნ ლარით, რაც 21.4%-ით მეტია წინა წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით გაცემული სესხების მოცულობაზე. მესამეზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“ 958 მლნ ლარით.
სესხების ზრდის ტემპით გამოირჩევა „ ზირაათ ბანკი“ (43.5%) და „ბაზის ბანკი“ (35.3%). გაცემული სესხების მოცულობა ყველაზე მეტად (63%-ით) „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში“ შემცირდა.
ორ მსხვილ ბანკზე, „თიბისი ბანკზე“ და „საქართველოს ბანკზე“ გაცემული სესხების 70% მოდის.
 
 
ცხრილი: ბანკების მიერ გაცემული სესხების ზრდის ტემპი 2016 წლის 30 სექტემბერთან შედარებით
| 
 | ბანკის დასახელება | სესხების ზრდის ტემპი | 
| 1 | თიბისი ბანკი | 57.0% | 
| 2 | ზირაათ ბანკი | 43.5% | 
| 3 | ბაზისბანკი | 35.3% | 
| 4 | ხალიკ ბანკი | 27.0% | 
| 5 | პაშა ბანკი | 22.7% | 
| 6 | ფინკა ბანკი | 22.6% | 
| 7 | საქართველოს ბანკი | 21.4% | 
| 8 | ლიბერთი ბანკი | 13.4% | 
| 9 | ვითიბი ბანკი ჯორჯია | 11.1% | 
| 10 | პროკრედიტ ბანკი | 4.6% | 
| 11 | ტერაბანკი | 4.0% | 
| 12 | ბანკი ქართუ | -10.2% | 
| 13 | იშ ბანკი | -23.0% | 
| 14 | სილქ როუდ ბანკი | -44.7% | 
| 15 | აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი | -63.0% | 
| 16 | კრედო ბანკი | 2017 წლიდან არის ბანკი | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								














