მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას ქმნიან

მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც გლობალურ ეკონომიკას ქმნიან

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში გლობალური ეკონომიკური ზრდა 2.8% იქნება.  

მიუხედავად ზრდის ტემპის შენელებისა ჩინეთში მსოფლიო ბანკი მიმდინარე წელს 6,5%-იან, ხოლო 2018-2019 წლებში 6,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შედეგად, მომდევნო ორ წელში გლობალურ მშპ-ში ჩინეთის წილი 35,2% იქნება.  

17%-ს დაიკავებს მსოფლიო ეკონომიკურ ზრდაში ამერიკის შეერთებული შტატები. მიუხედავად მსგავსი მოცულობისა მსოფლიო ბანკი ამერიკის ეკონომიკურ ზრდაში გარკვეულ რისკებს ხედავს, რომელიც უმეტესად ახალ ადმინისტრაციას უკავშირდება.  

გლობალურ მშპ-ს 2,5%-ს შექმნის ინდონეზია, ქვეყნის მშპ $ 941  მილიარდია და პროგნოზის მიხედვით, ის დამატებით $160 მილიარდით გაიზრდება. მომდევნო ორ წელში მსოფლიო ბანკი ქვეყანაში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. 

გლობალურ ეკონომიკაში სხვა ქვეყნების წილი შემდეგნაირად გადანაწილდა:  

ავსტრალია – 1,8% 

კანადა – 1,7% 

გაერთიანებული სამეფო – 1,6% 

იაპონია – 1,5%

ბრაზილია – 1,2% 

თურქეთი – 1,2% 

მექსიკა – 1,2% 

რუსეთი – 1% 

ირანი – 1% 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *