უორენ ბაფეტის მთავარი პარტნიორი და მარჯვენა ხელი, მილიარდერი ჩარლი მანგერი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. მანგერი Billionaire Berkshire-ში ვიცე-თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მილიარდერის გარდაცვალება კონგლომერატს მისმა ოჯახმა დაუდასტურა.
“მანგერის შთაგონების, სიბრძნისა და მონაწილეობის გარეშე კონგლომერატი ვერასდროს იქნებოდა ისეთი, როგორიც ის დღესაა”, – აღნიშნა Billionaire Berkshire-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უორენ ბაფეტმა გარდაცვლილ პარტნიორზე საუბრისას. ცნობისთვის, Berkshire Hathaway-ის საბჭოს გარდა, მანგერი Daily Journal Corp-ისა და Costco-ს საბჭოთა წევრიც გახლდათ.
მანგერი და ბაფეტი ერთმანეთს 1959 წელს შეხვდნენ. 1975 წელს მანგერმა საკუთარი ჰეჯ-ფონდი დახურა და სამი წლის შემდეგ, Berkshire Hathaway-ის ვიცე-თავმჯდომარის პოსტზე შეუერთდა. როგორც ცნობილია, კონგლომერატში მუშაობის დაწყებამდე, სწორედ მან დაარწმუნა ბაფეტი შეესყიდა See’s Candies-ი, რამაც შემდგომ ბაფეტის კომპანიას $2 მილიარდზე მეტის შემოსავალი მოუტანა.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, გარდაცვლილი ინვესტორის ქონების წმინდა ღირებულება $2.6 მილიარდს უტოლდება.