ოქტომბერში Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი აწარმოვა

ოქტომბერში Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი აწარმოვა

იაპონური კორპორაცია Toyota Motor-ის ინფორმაციით, ოქტომბერში მის მიერ ავტომობილების გლობალურმა წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გაყიდვების მიხედვით მსოფლიოს უდიდესმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მან გლობალურად 900,285 ავტომობილი გამოუშვა, რაც 16.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის პარალელურად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ წარმოება ერთი თვის განმავლობაში 8.7%-ით გაიზარდა, რეკორდულ 617,590-მდე.

გარდა ამისა, კომპანიამ ოქტომბერში რეკორდული შედეგები დააფიქსირა როგორც გლობალური, ასევე საზღვარგარეთ ავტომობილების გაყიდვებით. პირველ შემთხვევაში გაყიდვები 7%-ით გაიზარდა, 890,241-მდე, ხოლო მეორე შემთხვევაში – 5.2%-ით, 756,245-მდე.

აქვე გეტყვით, რომ Toyota-მ 2023 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 8.46 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა, მათ შორის მისი ძვირად ღირებული ბრენდის, Lexus-ის.

გასულ თვეში მსგავსი შედეგების დაფიქსირება კომპანიამ იაპონიის რამდენიმე ქარხანაში წარმოების პროცესის ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შეჩერების მიუხედავად შეძლო, რისი მიზეზიც სარქვლის ზამბარის მწარმოებელ Chuo Spring-ში მომხდარი ინციდენტი გახლდათ.

მიუხედავად ამისა, შიდა წარმოება, რომელიც ოქტომბერში მთლიანი წარმოების მხოლოდ მესამედს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.2%-ით გაიზარდა და 282,695-ს გაუტოლდა. კომპანიაში ამის მიზეზად ჩიპების დეფიციტის შემსუბუქებას ასახელებენ.