„ბერლინალემ“ ნინო ხარატიშვილის რომანი 190 წიგნს შორის გამოარჩია

„ბერლინალემ“ ნინო ხარატიშვილის რომანი 190 წიგნს შორის გამოარჩია

„ბერლინალემ“ 10 წიგნი შეარჩია, რომლებიც ფილმისა თუ სერიალის სცენარად ადაპტირებისთვის საუკეთესოდ მიიჩნია. შერჩეულ ნაწარმოებებს შორის, რომლებსაც 14-15 თებერვალს დაგეგმილ ონლაინღონისძიება „წიგნები ბერლინალეზე“ გამომცემლები და ლიტერატურული აგენტები წარადგენენ, ნინო ხარატიშვილის რომანი “Das mangelnde Licht” -ი მოხვდა, ქართული სამუშაო სათაურით „უკმარი სინათლე“.

აღსანიშნავია, რომ „წიგნები ბერლინალეზე“ ღონისძიება Berlinale Co-Production Market-ის ნაწილია, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მხარდაჭერით იმართება. პროექტის მიზანია, კინოპროდიუსერები გამომცემლებთან და ლიტერატურულ აგენტებთან დააკავშიროს, რომლებიც მათთვის საინტერესო ნაწარმოებს წარმოადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელს „ბერლინალემ“ არჩევანი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ავტორის მიერ დაწერილ დაახლოებით 190 წიგნს შორის გააკეთა. მის მიერ შერჩეული ნაწარმოებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • “The Riff-Raff” / “Die Bagage” – მონიკ ჰელფერი, გერმანია (Monika Helfer, Germany)
  • “The Sound of the Jaguar’s Roar” / “O som do rugido da onça” მიშელინი ვერუნშკი, ბრაზილია (Micheliny Verunschk, Brazil)
  • “Mary” – ენ ეკჰოუტი, ნიდერლანდები (Anne Eekhout, Netherlands)
  • “More Than I Love My Life” – დევიდ გროსმანი, ისრაელი (David Grossman, Israel)
  • “The Granddaughter” / “Die Enkelin” – ბერნჰარდ შლინკი, გერმანია (Bernhard Schlink, Germany)
  • “Spanish Beauty” – ესთერ გარსია იოვეტი, ესპანეთი (Esther García Llovet, Spain)
  • “Lack of Light“ / “Das mangelnde Licht” ნინო ხარატიშვილი, საქართველო (Nino Haratischwili, Georgia)
  • “The Lamplighters” – ემა სტონექსი, დიდი ბრიტანეთი (Emma Stonex, United Kingdom)
  • “Impatients” / “Les Impatientes” ჯაილი ამადოუ ამალი, კამერუნი (Djaïli Amadou Amal, Cameroon),
  • “Wherever You Are” / “Wo auch immer ihr seid” ქუე ფემი, გერმანია (Khuê Phạm, Germany)