"ვარ ბიზნეს კონსულტანტი..."

პარტიები - თამაშგარე მდგომარეობაში

პარტიები - თამაშგარე მდგომარეობაში

არ ცხრება 2016 წლის საქართველოს საპრალამენტო არჩვენების ირგვლივ გაჩაღებული დებატები. ჯერ კიდევ ბევრი რამ გასარკვევია, მაგრამ ცხადია: მმართველ პარტიას მოსახლეობის უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა და არჩვენების პირველმა ტურმა  მეტ-ნაკლებად დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებით ჩაიარა. თუმცა, ეჭვქვეშ დგას მრავალპარტიული (ხმამაღალი ნათქვამია) პარლამენტის ფორმირება და ეს ნამდვილად დასაფიქრებელი ამბავია.

გამოცდილებით ვიცით, რომ „აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის“ და ამ თეზისის მტკიცება  არაერთხელ გამოვცადეთ საკუთარ თავზე. დიახ, გამოცდილებით ვიცით, სადაც მივყვავართ პლურალიზმის ნაკლებობას.  როცა კონსტიტუციურ უმრავლესობას ერთი პარტია ქმნის, გადაწყვეტილების მიღებისას არ ხდება  ალტერნატიული ხედვების გათვალისწინება, რაც ზრდის რისკს მხოლოდ ერთი დანტერსებული ჯგუფის ინტერესებზე მორგებული შედეგები მივიღოთ და გრძელვადიან პერიოდში  ქვეყნის პერფორმანსი გაუარესდეს.

სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება არის ოპოზიციური პარტიების არსებობის უმთავრესი ამოცანა. ისმოდეს ალტერნატიული ხმა, შემოგვთავაზონ განსხვავებული ხედვა, ტონუსში ყავდეთ მმართველი პარტია და ქვეყნაში განვითარებული მოვლენების პულსზე ედოთ ხელი – აი რას ველით მოქალაქეები პარლამენტის შიგნით ოპოზიციური ძალებისგან.

ვიცით, რომ სახელმწიფოებრივი თვითშეგნება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის   პოლიტიკურ აქტორებს ვხვდებით,  ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვას გულისხმობს. დიახ, ყველას უნდა „გაბრწიყნებულ საქართველოში“ ცხოვრება. მისია ცხადი და მკაფიოა.  განსხვავება ამ პოლიტოკური პარტიების დანიშნულების ადგილას მისვლის გზებში – სტრატეგიებშია. ვინ  როგორ აღწევს მიზანს და რა ღირებულებებზე დაყრდნობით – ეს სამი პარამეტრი განსაზღვრავს მოქალაქის პოლიტიკური იდენტობას და არჩევნსაც სწორედ ამით ვიღებთ.

სწორი არჩევანის გაკეთება  დიდწილად  დამოკიდებულია იმაზე, თუ  რა ინფორმაციაზე მიგვიწვდება ხელი ჩვენ – ამომრჩევლებს. გაითვალისწინეთ, რომ არავის გვცალია, კუდში ვსდიოთ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს, არც წინასაარჩვენო უკულტურო დებატებს ვეტანებით, ჩვენ ქცევა შევიცვალეთ და ყველა პარტიას თამაშგარე მდგოამრეობა ელის, რომელიც არ გაითვალისწინებს, რომ თავად უნდა გვიპოვოს, მოიტანოს ჩვენამდე პარტიული ღირებულებები, დაგვიმტკიცოს , რომ შეძლებს კონკურენტუნარიანი ქვეყანა აშენოს ჩვენთან ერთად. ჩვენ, ამომრჩველები სამომხმარებული ქცევის თანამედროვე სტანდარტებს ვდებთ და ნუ დაგწყდებათ გული, თუ თქვენთვის პოზიტიურად არ ვირიაგირებთ მოძველებულ პოლიტიკურ პიარ კამპანიებზე, ინფორმაციულ ასიმეტრიაზე და კომუნიკაციის ნაკლებობაზე.     

ამ წინასაარჩვენო პროცესში  ნათლად დავინახეთ, რამდენად მოუმწიფებელი პოლიტიკური სპექტრია საქართველოში.  ჩამოუყალიბებელი და „შვიდპარასკევა მქონე“ საარჩევნო სუბიექტები, რომელიც არ ფიქრობენ საკუთარ კონკურენტულ უპირატესობაზე, პოლიტიკური სუიციზმის მსხვერპლები აღმოჩნდნენ.

დამოუკიდებლად, ვინ რას გვპირდება და რამდენად ჩვენთვის მისაღები ღირებულებების მატარებელია, არ არის საკმარისი პირობა გამარჯვებისთვის. კონკურენცია გულისხმობს შენ მეტოქესთან  შედარებით რა პოზიციები გაქვს, რამდენად სწორად მიგაქვს სათქმელი პოტენციურ ამომრჩველამდე და მეტოქესთან შედარებით რა განსხვავებული უპირატესობები გაგაჩნია.

სანამ ამ პოსტულატს არ გაიშინაგნებს ყველა პოლიტიკური პარტია და არ დაიწყებს საკუთარი თავის სწორად მიყიდვას ამომრჩევლისთვის, მანამდე სულ ასეთ დღეში ვიქნებით: ერთი პარტია, ერთი აზრი, ერთი გზა ალტერნატივების გარეშე. 

გააზიარე