"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა ბერნარ არნო?
ბერნარ არნო სიმდიდრით მსოფლიოში მე-3 ადამინია. ის 100 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და სიმდიდრით მხოლოდ, ჯეფ ბეზოსს და ბილ გეითს ჩამორჩება. გასული წლის ბოლოს და 2020 წლის იანვარში რამდენიმე დღით, ის სიმდიდრით პირველ ადგილსაც იკავებდა, როცა მისი კომპანიების აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
არნო ამავე დროს, საფრანგეთის უმდიდრესი ადამინია. მან ყურადღება მიიქცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის დროს, როდესაც განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენისთვის მისი ოჯახი 200 მლნ ევროს გამოყოფს.
დღეს ბერნარ არნოს ძირითადად იცნობენ, როგორც ბრენდ “ლუი ვიტონის“ მფლობელად, თუმცა “ლუი ვიტონი“ მისი იმპერიის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიაა.
ბერნარ არნო 1949 წელს საფრანგეთში, პატარა ქალაქ რუბეში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შემოსავლიანი იყო, დედ-მამა სამშენებლო კომპანიაში Ferret – Savinel-ში მუშაობდა, რომელიც არნოს ბაბუას დაარსებული იყო.
ბერნარმა უმაღლესი განათლება პარიზის პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ეკოლ-პოლიტეჩნიქში მიიღო ინჟინერიის სპეციალობით, თუმცა მომავალში თავისი სპეციალობა ნაკლებად გამოადგა. სწავლის დასრულების შემდეგ, მამასთან, კომპანია Ferret – Savinel-ში დაიწყო მუშაობა და რამოდენიმე წეილიწადში კომპანიის მართვა სრულად გადაიბარა.
1981 წელს, საფრანგეთის ხელისუფლებაში სოციალისტური პარტია მოვიდა და ქვეყანაში ბიზნესის კეთება გართულდა. არნომ ოჯახური ბიზნესი გაყიდა და აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად. აშშ-ში ახალი სამშენებლო კომპანია დაარსა და პატარა სახლებს აშენებდა. საქმე ცუდად არ მისდიოდა, ფულს აგროვებდა, მაგრამ საფრანგეთში დაბრუნება და ისეთი ბიზნესის დაწყება უნდოდა, რაც გაცილებით მეტ ფულს და პოპულარობას მოუტანდა.
1983 წელს, საფრანგეთში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, სოციალისტურმა პარტიამ კონსერვატიული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება დაიწყო. 1984 წელს, ბერნარ არნო საფრანგეთში დაბრუნდა და ანტონ ბერჰეიმთან ერთად რამოდენიმე წლის წინ გაკოტრებული ტექსტილის კომპანია “ბუსაკი“ შეიძინა 80 მლნ დოლარად. პირადად მისი ფული 15 მლნ დოლარი იყო. “ბუსაკი“ რამოდენიმე ბრენდს ფლობდა, რომლებიც არნომ ცალ-ცალკე გაყიდა, გარდა ერთისა – ეს იყო “კრისტიან დიორი“. ამ ბრენდისადმი ინტერესი ჯერ კიდევ ბავშობიდან ჰქონდა, რადგან დედამისის საყვარელი ბრენდი იყო.
“ბუსაკის“ აქტივების გაყიდვით და “კრისტიან დიორის“ ეფექტურად ამუშავებით, არნომ 400 მლნ დოლარი დააგროვა. 1987 წელს კომპანია LVMH-ის 24% იყიდა. 1989 წლამდე კი მისი წილი 44%-მდე ავიდა. არნომ, როგორც საკუთარი, ასევე მოზიდული კაპიტალით, ჯამში LVMH-ში 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
სწორედ კომპანია “LVMH“ იყო დღეისთვის ბერნარ არნოსთან ყველაზე მეტად ასოცირებული ბრენდების – “ლუი ვიტონის“ და “ჰენესის“ მფლობელი. LVHM დღემდე არნოს მთავარი კომპანიაა, რომლის შემოსავალმა 2019 წელს 54 მილიარდი დოლარი შეადგინდა. 47 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო “კრისტიან დიორმა“.
1990 წლებში, ბერნარ არნომ კიდევ რამდენიმე ცნობილი, ძვირადღირებული ბრენდი შეიძინა, ესენია: Guerlain (1994), Loewe (1996), Marc Jacobs (1997), Sephora (1997), and Thomas Pink (1999). მოგვიანებით შემოიერთა Givenchy, Kenzo, Le Bon Marche მრავალი სხვა კომპანია, თუ ბრენდი.
2005 წელს, არნოს ქონება უკვე 17 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, 2010 წელს კი 28 მილიარდს და სიმდიდრით მსოფლიოში მე-7 ადგილზე იყო.
2019 წელს, LVHM-მა სამკაულების მწარმოებელი ცნობილი ამერიკული კომპანია Tiffany&Co შეიძინა 16.2 მილიარდ დოლარად. 3.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია კი Belmond-ში განახორციელა, რომელსაც 46 სასტუმრო, მატარებლები და სამდინარო კრუიზები ეკუთვნის.
მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლებიდან ბერნარ არნო ცდილობს, მისი ბრენდები არამარტო მდიდრებისთვის, საშუალო ფენისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს და ზოგი ბრენდის შემთხვევაში, უკვე ასეც არის, ის მაინც სიმდიდრესთან, პრესტიჟულ პროდუქციასთან, ე.წ. “Luxury Goods“-თან ასოცირდება.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024