"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
როგორ გამდიდრდა “მარიოტი“
“მარიოტ ინტერნეიშენალი“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი სასტუმროების ქსელია მსოფლიოში. 2019 წელს მისმა შემოსავალმა, 21 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 25 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 32 მილიარდი დოლარია. კორონავირუსის პანდემიამდე, კაპიტალიზაცია 50 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 174 ათასი ადამიანი.
1927 წელს, 27 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯონ ვილარდ მარიოტმა და მისმა მეუღლემ, 20 წლის, ალის შიტ მარიოტმა ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში პატარა ლუდის ბარი გახსნეს, რომელიც ხარისხიანი პროდუქციით და მისაღები ფასებით გამოირჩეოდა. კომპანიას A&W ერქვა. ამავე წელს მენიუში ცხელი კერძები დაამატეს და რესტორანს “Hot Shoppes“-ს დაარქვეს. მომავალ წელს კიდევ 2 “Hot Shoppes“-ი გახსნეს ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე, “drive-in“ მომსახურებით.
“Hot Shoppes“-ის ბრენდის საჭმელი თანდათან პოპულარული ხდებოდა. 1937 წლიდან ყუთში მოთავსებული სადილის მიწოდება დაიწყეს აეროპორტებისთვის და ავიაკომპანიებისთვის. 1940 წელს 5 ახალი რესტორანი შეემატა ქსელს.
1953 წელს “Hot Shoppes“-ს საჯარო კომპანია გახდა, ბირჟაზე გამოტანილი აქციები 2 საათში გაიყიდა.
სასტუმროებთან შეხება კომპანიას პირველად 1955 წელს ჰქონდა, როდესაც სასტუმროებისთვის საჭმლის მიწოდება დაიწყო.
1957 წელს მარიოტების ოჯახმა პირველი სასტუმრო გახსნეს. ეს იყო “Twin Bridges Marriott Motor Hotel“, რომელიც ვირჯინიის შტატში, ქალაქ არლინგტონში მდებარეობდა. სასტუმროს მმართველი, ჯონ და ალის მარიოტების შვილი ბილ მარიოტი გახდა, რომელმაც შეიძლება ითქვა, რევოლუცია მოახდინა სასტუმროების ინდუსტრიაში. მომავალ 25 წელში “მარიოტი“ სასტუმროების წამყვან ქსელად აქცია მსოფლიოში. ის დღეს 88 წლის არის და “მარიოტ ინტერნეიშენალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარეა. მისი ქონება 3 მილიარდ დოლარამდეა.
“მარიოტის“ მეორე სასტუმრო 1959 წელს გაიხსნა და ამის შემდეგ სასტიმროები ყოველ წელს იხსნებოდა. 1967 წლამდე სასტუმროების მფლობელი კომპანიის სახელი “Hot Shoppes“ იყო, 1967 წლიდან კი “Marriott Corporation“ დაერქვა.
პირველი სასტუმრო, აშშ-ის გარეთ “მარიოტმა“ 1969 წელს გახსნა. ეს იყო მექსიკაში, ქალაქ აკაპულკოში. 1972 წელს კი კომპანია კრუიზების ბიზნესში შევიდა.
1980-იან წლებში “მარიოტმა“ სხვადასხვა ბრენდის სასტუმროები შეისყიდა, მაგალითად “Residence Inn“. 1988 წელს კომპანიამ პოლონეთში მე-500 სასტუმრო გახსნა.
“მარიოტ ინტერნეიშენალი“, რომელიც დღეს არის “მარიოტის“ სასტუმროების ქსელის მფლობელი კომპანია, 1993 წელს შეიქმნა, როდესაც “Marriott Corporation“ ორ ნაწილად გაიყო: “მარიოტ ინტერნეიშენალი“ და “Host Marriott Corporation“. “Host Marriott Corporation“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უძრავ ქონებაში დებს ინვესტიციებს. დღემდე ეს კომპანია მარიოტების ოჯახის საკუთრებაა და 2019 წელს 5.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
1995-1997 წლებში “მარიოტმა“ სასტუმროების ქსელის მფლობელი ცნობილი კომპანიები – “The Ritz-Carlton Hotel Company“ და “Renaissance Hotel Group“ შეისყიდა. გარიგება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.
2000-იანი წლებიდან “მარიოტი“ აქტიურად შევიდა ჩინეთის და სხვა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ბაზარზე. 2009 წლიდან კომპანიამ ახლი ბრენდის “Autograph Collection“-ის სასტუმროების გახსნა დაიწყო. 2012 წელს “ Gaylord Hotels“ ბრენდი შეიძინა, რის შედეგადაც მის სასტუმროების 185 ათასი კვადრატული მეტრი შეემატა. 2013 წლიდან კი ახალი ბრენდი “MOXY HOTELS“ გაუშვა, საშუალოფასიანი, 3 ვარსკვლავიანი სასმტუმრო. 2014 წელს “Protea Hotels’ Brands“ შეისყიდა და შედეგად აფრიკის კონტინენტზე სასტუმროს ოთახების რაოდენობა გააორმაგა.
2015 წელს “მარიოტმა“ კანადური კომპანია, “Delta Hotels and Resorts“ შეისყიდა, ხოლო 2016 წელს “Starwood Hotels & Resorts“. ბოლო შესყიდვით “მარიოტი“ სასტუმროების ყველაზე დიდი კომპანია გახდა. დღეს, 30 ბრენდეს და მსოფლიოს 135 ქვეყანაში 7,400 სასტუმრო ფლობს.
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on ივნისი 25, 2024
- on მაისი 17, 2024
- on მაისი 8, 2024
- on აპრილი 23, 2024
- on აპრილი 10, 2024
- on მარტი 26, 2024
- on მარტი 19, 2024
- on მარტი 7, 2024