ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საარსებო მინიმუმი საქართველოში

საარსებო მინიმუმი საქართველოში

საარსებო მინიმუმი არის შემოსავლის მინიმალური დონე, რომელიც საჭიროა ადამიანის არსებობისა და აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. ფაქტობრივად, ეს ინდიკატორი ცხოვრების ქვედა ზღვრის მაჩვენებელია.

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება. საქსტატის მიერ გამოყენებული შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდის მიხედვით, აღნიშნული სასურსათო კალათა მოიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობის, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. შრომისუნარიანი მამაკაცისთვის მინიმალური სასურსათო კალათა 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ჯამში 2300 კილო კალორიას შეადგენს.

საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ხდება „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 161.4 ლარი შეადგინა, რაც  მიმდინარე წლის  მაისის მაჩვენებელთან შედარებით (161.9 ლარი)  0.5 ლარით ნაკლებია (0.28%-ით), ხოლო წინა წლის

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის მაისთან შედარება:

  • 2015 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 143.0 ლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით (143.4 ლარი) 0.4 ლარით (0.3%) ნაკლებია;
  • საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 270.8 ლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით (271.6 ლარი) 0.8 ლარით (0.3%) ნაკლებია;
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 286.0 ლარი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით (286.8 ლარი) 0.8 ლარით (0.3%) ნაკლებია.

2014 წლის ივნისთან შედარება:

  • 2015 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 143.0 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს (132.5 ლარი) 10.5 ლარით (7.9%) აღემატება;
  • საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 270.8 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს (250.9 ლარი) 19.9 ლარით (7.9%) აღემატება;
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმმა 286.0 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს (265.0 ლარი) 21.0 ლარით (7.9%) აღემატება.

საქართველოში საარსებო მინიმუმში სასურსათო ხარჯების წილი 70%-ს შეადგენს, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი მხოლოდ 30%-ია. საჭიროა სასურსათო ხარჯების პორციის შემცირება, რაც გაზრდის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს და მას უფრო რეალურს გახდის. რაც უფრო მაღალია არასასურსათო ხარჯების წილი მით უფრო მეტია განათლებაზე, დასვენებაზე, ჯანმრთელობაზე და ა.შ. გაწეული დანახარჯების მოცულობა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო საარსებო მინიმუმის მაჩვენებლით, მსგავს ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი უკანასკნელია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა, ლარის გაუფასურების და ინფლაციური წნეხის ფონზე საარსებო მინიმუმი ვერ ასახავს რეალურ სურათს და მისი კორექტირების საჭიროება ჩნდება.

 

 

გააზიარე