ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები

5617

სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები

სადაზღვევო სექტორს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და განვითარებაში ეკონომიკური ზრდის, ინოვაციებისა და ინვესტიციების მხარდაჭერის გზით. სადაზღვევო კომპანიები მწარმოებლებს, სახელმწიფო სექტორს, ფინანსურ ინსტიტუტებს და საოჯახო მეურნეობებს სთავაზობენ ფინანსური რისკის დაზღვევის სერვისს და შესაბამისად ასრულებენ სასიცოცხლო როლს ფინანსური სექტორის გამართული საქმიანობისთვის. ამ ფუნქციის წარუმატებლად განხორციელებამ შესაძლოა პირდაპირი უარყოფითი გავლენა იქონიოს რეალურ ეკონომიკაზე. აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყანაში ჯანსაღი და გამართულად ფუნქციონირებადი სადაზღვევო სექტორის არსებობის აუცილებლობას.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 14 სადაზღვევო კომპანიაა წარმოდგენილი. დაზღვევის სახეობების მიხედვით (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა) მოზიდული პრემიების მიხედვით სადაზღვევო ბაზრის სტრუქტურაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევას ყველაზე მაღალი წილი აქვს (44%), მას მოსდევს ქონების დაზღვევა (20%) და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) 15%.

2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზრის აქტივების მოცულობა 563.5 მილიონ ლარს შეადგენს და 111.9 მილიონი ლარით (25%) აღემატება წინა წლის აქივების მოცულობის მაჩვენებელს. აქტივების სტრუქტურაში 82% (460.8 მილიონი ლარი) უჭირავს ვალდებულებებს, ხოლო კაპიტალის წილი 18%-ია (102.7 მილიონი ლარი).

2015 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით არის გაზდილი მოზიდული პრემიების მოცულობა და 292 მლნ ლარს შეადგენს. იგივე პერიოდში წმინდა სადაზღვევო მოგებამ (სადაზღვევო საქმიანობა: სიცოცხლე, არასიცოცხლე) 2014 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 24%-იანი კლება განიცადა და 53.7 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა სადაზღვევო მოგებაში სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით მიღებული წმინდა მოგების წილი 4%-ია და 3.1 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო არასიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით მიღებული მოგების წილი 96%-ს შეადგენს (80.8 მილიონი ლარი).

ზემოთ მოცემული ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში სადაზღვევო სექტორი მზარდია. მაგრამ აღნიშნული სექტორის წილი ფინანსურ ბაზარზე კვლავ მცირეა. თუ გადავხედავთ განვითარებული ქვეყნების მაგალითს სადაზღვევო სექტორი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი ლიკვიდობის მიმწოდებელია.

სადაზღვევო ბაზრის აქტივების მაჩვენებლები (III კვარტალი, მლნ. ლარი)

მოზიდული პრემიები (III კვარტალი, მლნ. ლარი)

გააზიარე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin