ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 3.3 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 3.3 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით 0.05%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის თებერვალთან შედარებით 3.3%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.1%-ით  შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე – 0.06% პუნქტით აისახა. ფასები 1.7%-ით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონის მადნებზე და სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (1.9%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (4.5%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5.1%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.1%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.