სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან (მარტთან) შედარებით 2.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის აპრილთან შედარებით 8.7%-ით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (11.1%-ით). მაშ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 18.1%-ით, მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 6.9%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 30.7%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 14.3%-ით.