ჯანსაღი ცხოვრება - რეალური მოცემულობის ხელშესახები ალტერნატივა

ჯანსაღი ცხოვრება – რეალური მოცემულობის ხელშესახები ალტერნატივა

სუფთა ჰაერი გვაკლია. სამწუხაროდ, თბილისში სუფთა ჰაერის სერიოზული დეფიციტია. მართალია, ჟანგბადის ნაკლებობა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს დედაქალაქში ეს პრობლემა განსაკუთრებულად გამოხატული და შესაბამისად აქტუალურია.

ფოტო: Yuriy Fomin

დაბინძურებულ ჰაერს რამდენიმე ძირითადი გამომწვევი მიზეზი აქვს; პირველ რიგში, გაუმართავი ტრანსპორტი, რომელიც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მჭიდრო დასახლებებში გვხვდება. იქ სადაც ბევრი მაცხოვრებელია, ცენტრალური მაგისტრალებია და საცობები. გაუმართავი ავტომობილებიდან წარმოებული გამონაბოლქვი, ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის წარმოადგენს საფრთხეს. არც ჩვენ, ადამიანები ვართ გამონაკლისი, მავნე ნივთიერებების მუდმივი სუნთქვა ჩვენს ჯანმრთელობაზე სავალალო შედეგებით აისახება. იმ რეალობაში სადაც ახლა გვიწევს ცხოვრება, პირდაპირ უნდა ითქვას – საშიშია.

ფოტო: Ezequiel Garrido

გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გარდა, ჰაერის დაბინძურებაზე, სამშენებლო მტვერი და ნარჩენებიც საკმაოდ წარმატებულად „ზრუნავენ“. ქუჩაში ფეხით ან თუნდაც ფანჯარაჩამოწეული მანქანით გადაადგილებისას, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია მტვრის საგრძნობი მოცულობა, რომელსაც საკმაოდ დიდი დოზით ვიღებთ ყოველდღიურად. ისინი ხილული ან უხილავი სახით, მუდმივად ჩვენს სასუნთქ გზებში მიემართება. თბილისის უმეტეს უბნებში, სადაც მასიური მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მტვერიც უხვადაა. ასეთ გარემოში ცხოვრება, რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია.

გარდა იმ ფაქტორების სიმრავლისა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურებაზე, უდიდეს პრობლემას ეკოლოგია წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, არა დამაბინძურებელი გარემოებების სიმრავლე, არამედ ვეგეტაციის სიმცირე არის მთავარი ფაქტორი. დედაქალაქში ძალიან იშვიათად თუ მოიძებნება საცხოვრებელი ადგილი, სადაც ხეებში ან ტყეში ჩაფლული დასახლებული უბნები გვხვდება. სამწუხაროდ, მწვანე საფარი საგრძნობლად შემცირებულია, ბეტონითა და ასფალტით გაჯერებული ტერიტორიები კი დღითიდღე მატულობს.

გაუსაძლისი უჰაერობა და სიცხე, ეს თანამედროვე თბილისური ზაფხულის ტიპური აღწერაა. ასეთ სიტუაციას კი, გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი და ხეების ნაკლებობა ქმნის. თუმცა, ცხელი ამინდი უფრო გლობალური პრობლემაა, რასაც ადგილობრივად ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ჟანგბადის სიმცირე ცივ ამინდშიც საგრძნობია.

მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც, დღესდღეობით დედაქალაქის სავენტილაციო კორიდორები მაღალ შენობებს აქვს ჩახერგილი, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თბილისში დაგროვილი დაბინძურებული ჰაერის განიავებას. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ ცუდ შედეგს, რომელიც პროგრესირებს.

თბილისის გარშემო არსებული შემაღლებული ადგილებიდან, თითქმის ყოველდღიურად შესამჩნევია ე.წ. სმოგი, რომელიც საბანივით აქვს ქალაქს გადაფარებული. რუხი ფერის ნისლისებური ღრუბელი ადვილად დასანახია. სმოგი დღე-ღამის განმავლობაში დაგროვილი გამონაბოლქვით, სხვადასხვა საწარმოო აირებით და მტვრის ნაწილაკების შერწყმით წარმოიქმნება.

ფოტო: Suraj Kardile

აღარც ცაა უწინდელივით შემორჩენილი, მოწმენდილი და ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე გარკვეული ადგილებიდან ჩანს, მაგრამ არა თბილისის ცენტრალური უბნებიდან.

საბედნიეროდ, ფერდობებზე მდებარე დასახლებები, გაცილებით ნაკლებადაა დაბინძურებული, ამას კი, უმეტესწილად ბუნებრივი და ხელშეუხებელი ეკოლოგია განაპირობებს. შემაღლებულ ადგილებამდე კარგად ვერ აღწევს დაბინძურებული ჰაერი და ბუნებრივი ვენტილაციაც უფრო მეტია. თუ ასეთ ადგილებს გარშემო ტყის საფარიც აკრავს, ჟანგბადი გაცილებით უკეთ იგრძნობა.

მართალია, ყველას გვესმის, რომ არსებული სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხშირად გვიწევს ურბანულ ტყვეობაში ჩვენი ნებით ჩაბარება. გვინდა და გვჭირდება ქალაქში ცხოვრება, სანაცვლოდ კი ჩვენს ჯანმრთელობას ვაყენებთ სერიოზულ ზიანს.

ფოტო: Yuri Bodrikhin

რადგან ჰაერთან დაკავშირებული გამოწვევები სწრაფად მრავლდება და არც თუ ისე დროულად ხდება გამკლავება, თბილისში არაცენტრალურ უბნებში განსხვავებული განაშენიანების ტიპის დასახლებები გაჩნდა; დასახლებები, სადაც ეკოლოგიას მეტი ყურადღება ეთმობა. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა და სწრაფად განვითარებადი ინფრასტრუქტურისა, ხელმისაწვდომობა მაინც რთულია, საცხოვრებელი ადგილების სიმცირის გამო. შეიძლება ითქვას, რომ დასწრებაზეა.

ფერდობები, სადაც ეკოლოგია თავდაპირველი სახით გვხვდება, ხელშეუხებლად უნდა დარჩეს. ეს საუკეთესო გამოსავალია კარგი და ჯანსაღი საცხოვრებლის შესაქმნელად. მეტიც, მწვანე საფარით გაშენებულ ტერიტორიებზე, ეკოლოგიას გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა ვიდრე საცხოვრებელ ადგილებს, სწორედ ამიტომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს შეიძლება დედაქალაქში ჯანსაღად ცხოვრების ერთადერთ ალტერნატივად ჩაითვალოს.

ტენდენცია, რომელიც თბილისში ნელ-ნელა იკიდებს ფეხს, ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდი ხანია პოპულარულია და თან საკმაოდ. ქალაქის ისეთი დასახლებები, სადაც ხმაური, დაბინძურებული ჰაერი და და ურბანული სტრესი არ იგრძნობა, ევროპული ქვეყნებში, საუკეთესო საცხოვრებელ ადგილებად ითვლება.

რა არის საფუძველი რომ ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?

რაც არ უნდა სამწუხაროდ მოგვეჩვენოს, რეალობას ვერ გავექცევით და უნდა ვთქვათ, რომ რესპირატორულ დაავადებათა რისკი, დღესდღეობით საგრძნობლად გაზრდილია. დეტალებში ნუ ჩავალთ, მაგრამ იმაზე შევთანხმდეთ, რომ დაბინძურებული ჰაერი მრავალი არასასურველი შედეგის მომტანია.

ჯანმრთელობა, ენერგია, მშვიდი და ჯანსაღი ცხოვრება, თითქოს რეალობისგან მოწყვეტილი საოცნებო კომბინაციაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიჯანსაღეზე გარემო ფაქტორებიც არასასურველ გავლენას ახდენს. ქალაქში სადაც ხმაური, ბინძური ჰაერი და ქაოსური განაშენიანება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის… ერთი შეხედვით, ოპტიმიზმის საფუძველი დედაქალაქის მაცხოვრებელს ნაკლებად უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს ასე არ არის.

დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას, თბილისის ისტორიულ ნაწილში, კრწანისი ვილა რეზიდენსი მდებარეობს. რესორტის ტიპის საცხოვრებელი.

ეკოლოგიურად სუფთა უბანი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული შენობები, გარემო, რომელიც ქალაქში სიჯანსაღის მინი-მოდელს ქმნი.

კრწანისი ვილა რეზიდენსის კონცეფცია ეკოლოგიაზე ზრუნვასა და მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზეა ორიენტირებული. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი (70%) რეკრეაციულ ზონას უჭირავს, ხოლო დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელ ადგილებს მცირე (30%) ფართობი აქვს დაკავებული.

ამბიციური გეგმისა და პროექტის წყალობით, საცხოვრებელ ტერიტორიაზე შექმნილია მიკროკლიმატი, რომელიც სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებისა და წიწვოვანი პარკის წყალობით ჩამოყალიბდა.

უმაღლესი ხარისხის სამშენებლო სტანდარტები, ბუნებრივი ლანდშაფტი, ეკოლოგიის ხელისშემწყობი ღონისძიებები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მდებარეობა, ერთიანობაში საუკეთესო საცხოვრებელ ტერიტორიას ქმნის.

ისუნთქე, იცხოვრე, დაისვენე – საოცნებო მოცემულობა, რომელიც განხორციელებული რეალობაა.

გააზიარე