ვილა რეზიდენსი | BRANDVOICE

ჩვენ შესახებ

კრწანისი ვილა რეზიდენს 2010 წელს დაარსდა. კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა,  ნოშიკო ნამორაძემ  ინვესტიციისთვის თბილისის ისტორიული უბანი შეარჩია, ვინაიდან ის ეკოლოგიური და ლანდშაფტური პარამეტრებით გამოირჩეოდა. მიზანი იყო შექმნილიყო ეკომეგობრული უბანი და პროექტი, რომელიც მაცხოვრებლებისა და ქალაქის ყველა თანამედროვე მოთხოვნილებასა და გამოწვევას უპასუხებდა.

ვილა რეზიდენსში დეველოპმენტი მხოლოდ მშენებლობა არაა. ჩვენ ამბიციური განაცხადია, შევქმნათ ყველა პირობა, რათა ადამიანებმა ბედნიერად და კომფორტულად იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, სწორად დაგეგმარებულ უბანში. ააშენო საცხოვრებელი უბანი ისე, რომ ბუნებრივი გარემოსთვის დამახასიათებელი სიმშვიდე და ჰარმონიულობა არ დაიკარგოს – ნამდვილი ხელოვნებაა. ამ ყველაფრისთვის კი კრწანისი იდეალური ადგილი აღმოჩნდა.

კრწანისი ვილა რეზიდენსი ათეულობით ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, რომლის 70% გამწვანებასა და რეკრეაციულ ზონებს უკავია, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას. ეკომეგობრული უბნის მთავარი სამარკო ნიშანი კი ზეთისხილისა და წიწვოვანი პარკებია.

სწორედ ამ მიზნებს ეფუძნება კომპანიის ფილოსოფია, რომელიც პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე წინა პლანზეა: ეკომეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნა, მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ და პროფესიონალიზმი. მუდმივი განვითარება კი მეტ ინვესტიციას მოითხოვს – ვილა რეზიდენსმა 2021 წელს 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და 100-მდე ქვეკონტრაქტორ კომპანიასა და ათასობით დასაქმებულთან ერთად აგრძელებს დედაქალაქის ახალი უბნის განვითარებას.