თბილისის ჯანსაღი უბანი | ინტერვიუ ლევან მათიაშვილთან

თბილისის ჯანსაღი უბანი | ინტერვიუ ლევან მათიაშვილთან

დედაქალაქში სიმშვიდესა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება, მრავალი ადამიანის აზრით, მიუწვდომელი ფუფუნებაა. ხმაური და გამონაბოლქვით გაჯერებული ქუჩები სიმშვიდისა და სიჯანსაღის მნიშვნელოვან დეფიციტს ქმნის.

მტვრიანი საფეხმავლო გზები, გამუდმებული სარემონტო სამუშაოები, სასეირნო და განსატვირთი ადგილების სიმცირე – ეს ის რეალობაა, რომელიც მივიღეთ, მაგრამ ვერ ვეგუებით.

განვითარებული ქვეყნების მსგავსად, სადაც ჯანსაღი გარემო სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი გახდა, თბილისშიც სპეციალურად შეიქმნა საცხოვრებელი ადგილი, რომელმაც დაბალი განაშენიანების ინტენსივობა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო პრიორიტეტულად ყველაზე წინ წამოსწია. ამავდროულად, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეკომეგობრული სამშენებლო მასალები განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის.

დეტალებზე, „Forbes საქართველო“ კომპანია „ვილა რეზიდენსი“ არქიტექტორს, ლევან მათიაშვილს ესაუბრა.

პროექტის კონცეფცია, აქცენტები და მიმართულებები

კომპანია „ვილა რეზიდენსის“ შექმნიდან უკვე 12 წელი გავიდა. შექმნის პირველივე დღიდან შემუშავდა მწვანე კონცეფცია, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ასევე სპორტული, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების რიტმით. ამ კუთხით, წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. თბილისის ისტორიულ უბანში, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ლანდშაფტი, მთები და ბუნებაა, ზუსტად თორმეტი წლის წინ გადაწყდა  პროექტის შექმნა, რომელიც ყველა თანამედროვე მოთხოვნასა და გამოწვევას უპასუხებდა. შეიქმნა 8 ჰექტარზე განაშენიანება და საუცხოო საცხოვრებელი გარემო, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, ისე როგორც ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებულ.  გავაშენეთ 6 ვილა და 7 საცხოვრებელი კორპუსი. ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტ „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მშენებლობაც, რომელიც მოიცავს 17 ბლოკს, თავად საცხოვრებლები კი 6-სართულიანია და ჯამში 1500 ოჯახისთვის არის გათვალისწინებული – ეს იქნება პირველი რესორტის ტიპის დასახლება დედაქალაქში.

პროექტის უნიკალურობა და მისი ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები:

ჩვენი პროექტები ბაზარზე უნიკალური და ინოვაციური კონცეფციით გამოირჩევა. ვინაიდან ჩვენი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა, შევეცადეთ, ყველა სპორტული აქტივობა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ჩვენსავე ტერიტორიაზე. „კრწანისი რესორტ რეზიდენსში“ გათვალისწინებულია ბოულინგის კლუბი, მინი-გოლფის, ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები. ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს საჯინიბო, გამორჩეული ჯიშის ცხენებით.  კომპლექსი მოიცავს ფიტნესის  დარბაზსაც, რომელიც  განთავსებული იქნება სწორედ ინოვაციური, 45-მეტრიანი აუზის ზევით, საიდანაც ქალაქის ულამაზესი ხედები იშლება . აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროექტის ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ ეკომეგობრული ტრანსპორტით და საფეხმავლო ბილიკებითაა დაშვებული. რაც შეეხება გეგმარებას, მომხმარებლებს ვთავაზობთ ბინების ფართო არჩევანს.

არსებული ლანდშაფტი რამდენად უსვამს პროექტის კონცეფციას ხაზს?

აღსანიშნავია, რომ ჩვენი არქიტექტურული პროექტირებით ვერგებით ლანდშაფტს და არა პირიქით. უზრუნველვყოფთ როგორც რეკრეაციული ზონების გაშენებას, ასევე არსებული ხე-ტყის  შენარჩუნებას და მოვლა-პატრონობას. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია ზეთისხილის და წიწვოვანი პარკები – ჯამში 2.5 ჰექტარზე. ორიენტირს ვიღებთ დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე. ვითვალისწინებთ როგორც ქალაქის, ასევე უბნის იერსახეს და ამის მიხედვით ვმუშაობთ ექსტერიერის დიზაინზე. პროექტი გარშემორტყმულია კრწანისის მთებით, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და ამავდროულად შენობებიდან შესანიშნავი ხედი იშლება.

რა ტიპის არქიტექტურას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მომავალი მობინადრეებისთვის არქიტექტორები ვქმნით დაბალი ინტენსივობის განაშენიანებას თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებით. ვმუშაობთ, რათა გაშენდეს პროექტი ინოვაციური, კრეატიული დიზაინითა და თანამედროვე მასალებით. ვიყენებთ მასალების ვრცელ ნაირსახეობას, ბეტონს, ხეს, შუშას და ა.შ., რაც კონტრასტულია და პროექტს საინტერესო და თანამედროვე ელფერს სძენს.

პროექტის დაგეგმარებისას გავითვალისწინეთ ქალაქის ხედები, შესაბამისად პროექტი დაგეგმარებულია ჭადრაკის დაფის მსგავსად. ამასთანავე ლანდშაფტი რელიეფურია, შესაბამისად ქალაქის პანორამული ხედები, ნებისმიერი პროექტიდან იშლება. შენობების მაქსიმალური სიმაღლე, 6 სართულია, რადგან, როგორც წესი პრესტიჟული   საცხოვრებლების მახასიათებელი, სწორედ დაბალ სართულიანი განაშენიანებაა.

დედაქალაქის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გვაქვს ბრტყელი გადახურვა. თითოეულ შენობაზე გათვალისწინებულია დასასვენებელი ზონები ხოლო ყველა კორპუსისთვის ბოლო სართულზე განსაზღვრულია ინდივიდუალური აუზი. ჩვენი პროექტები სწორკუთხოვანი და მინიმალისტური არქიტექტურული გეგმარებებით გამოირჩევა და რაც მთავარია გათვლილია თანამედროვე სტანდარტებზე.

პროექტებში გათვალისწინებულია დიდი ზომის ვიტრაჟები, რაც ინტერიერში მეტი ბუნებრივი განათების შეღწევას უწყობს ხელს და სივრცის აღქმას აუმჯობესებს.  ამავდროულად ბინაში მეტი სუფთა ჰაერი შეედინება,  რაც კონდიცირების ხარჯებს ზოგავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი შენობები ენერგოეფექტიანია. ჩვენთვის კარგად ცნობილია ბაზარზე არსებული გამოწვევები, აქედან გამომდინარე, როგორც ოთახების, ასევე ბინებს შორის გამყოფი კედლები სპეციალური ტექნოლოგიით შენდება, რაც ხმის მაქსიმალურ იზოლაციას უზრუნველყოფს.

არის თუ არა თქვენი პროექტი ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უნიკალური შესაძლებლობა?

კრწანისი დედაქალაქის ეკოლოგიურად სუფთა უბნების მცირე ჩამონათვალში მოწინავე პოზიციას იკავებს. უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ცხოვრება ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, სადაც მანქანების ხმაური, გამონაბოლქვი და ქაოსი არ იგრძნობა. ჩვენი კონცეფციით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, იცხოვროს ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოს, ამავდროულად მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელიც დატვირთულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურით. რაც მთავარია, ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრს აქვს შესაძლებლობა, შეიქმნას საკუთარი იდილია.

რით გამოირჩევა „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ შენობები და რამდენად ეკომეგობრულია მშენებლობისას გამოყენებული მასალა?

გარდა იმისა, რომ არაერთ ინოვაციას ვნერგავთ, „ვილა რეზიდენსი“ ბაზარზე არსებული ღირებული ტენდენციების მიმდევარია.  დღეს საერთაშორისო დეველოპერულ ბაზარზე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ რამდენად ეკომეგობრული და მაღალი ხარისხისაა სამშენებლო მასალები. ექსტერიერის ნაწილში ვიყენებთ ხის პანელებს, ასევე მშენებლობები მოპირკეთებულია კერამოგრანიტის უმაღლესი ხარისხის ფილებით, რომლებიც რეზისტენტულია მზის სხივებთან მიმართებით და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ექსპლუატაციას.  პროექტი „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“, მისი კონცეფციიდან გამომდინარე, მოიცავს მხოლოდ დაბალსართულიან შენობებს, რომლებიც გარშემორტყმულია 5 ჰექტარის მოცულობის რეკრეაციული ზონებით, სადაც განთავსებულია უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეები.

რა ფაქტორებმა ითამაშეს როლი „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ ადგილმდებარეობის შერჩევისას?

პროექტის ადგილმდებარეობის შერჩევამდე, უკვე განსაზღვრული იყო მთავარი მიზანი – გვსურდა, შეგვექმნა პირველი რესორტის ტიპის დასახლება დედაქალაქში, რაც თავის თავში გულისხმობს მწვანე ტერიტორიას და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას.  მიზანი იყო, ქალაქში შექმნილიყო N1 ეკოლოგიურად საუკეთესო უბანი და პროექტი,  რომელიც უპასუხებდა ყველა თანამედროვე მოთხოვნასა და გამოწვევას. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება გაგვიმარტივდა, რადგან კრწანისმა როგორც ეკოლოგიურად სუფთა ჰავით, ასევე მწვანე ზონების სიუხვითა და შესანიშნავი ხედებით, მოგვცა საშუალება, 8 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგვეწყო პროექტის განაშენიანება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ  ისუნთქონ სუფთა ჰაერი იცხოვრონ და ამავდროულად დაისვენონ.

თანამედროვე თბილისის ერთ-ერთ დიდ გამოწვევას წარმოადგენს მაღალი სიმჭიდროვის განაშენიანება, როგორია ამ მხრივ თქვენი პროექტი?

ჩვენს პროექტებში შეხვდებით მხოლოდ დაბალსართულიან შენობებს, რომელთა  ირგვლივ განთავსებულია სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული ზონები, შესაბამისად, შეუძლებელია, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ მობინადრეებს ისეთი დისკომფორტი შეექმნათ, როგორიცაა მაღალი სიმჭიდროვის მქონე დასახლებაში ცხოვრება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მასშტაბები შეზღუდულია. პროექტი 1500 ადამიანზეა გათვლილი, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ტიპის კომერციული სივრცეები, მაგალითად: სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარი და ა.შ კრწანისი ამ შემთხვევაშიც ტერიტორია ძალიან ხელსაყრელი გამოდგა, ვინაიდან სივრცე და მასშტაბი გვაძლევს საშუალებას, ერთ სულ მოსახლეზე იყოს შესაბამისი მოცულობის მწვანე ზონა, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები.

რამდენად იქცევა თქვენი მშენებლობის სპეციფიკა დედაქალაქის დანარჩენი განაშენიანებული ნაწილისთვის მაგალითად?

დღევანდელმა ცხოვრების სტილმა და პანდემიამ მოიტანა იმ სივრცეების  საჭიროება, სადაც ადამიანები სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობებით დაკავდებიან. ქალაქის მცხოვრებლები სახლდებიან პერიფერიებში ან ქალაქგარეთ სახლდებიან. ჩვენ კი მათ ქალაქის ცენტრიდან 5 წუთის სავალზე  ვთავაზობთ კურორტის ტიპის საცხოვრებელს. ვფიქრობთ, ასეთი გარემო ნებისმიერი ადამიანისთვის  მიმზიდველია.

ვისურვებდით, რომ ჩვენი პროექტი იყოს ერთგვარი შთაგონება დეველოპერებისთვის და სტანდარტი მომხმარებლებისთვის. დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის საკმაოდ ნაცნობია ის გამოწვევები, რომლებიც  დღესდღეობით ბაზარზეა, შესაბამისად, თბილისს სჭირდება მეტი სივრცე, სიჯანსაღე და მეტი სიმწვანე.

რჩევა მოსახლეობას, რატომ უნდა იყიდონ ბინა თქვენთან?

როდესაც ადამიანი ბინის შეძენის გადაწყვეტილებას იღებს, ყველა დეტალზე დაფიქრება მართებს, იქნება ეს ხარისხი, მასალები, ადგილმდებარეობა, არქიტექტურული დაგეგმარება თუ ეკოლოგიური მდგომარეობა. ჩვენი პროექტები იქმნება იმ ადამიანების მიერ, რომლებისთვისაც პრიორიტეტულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები, მობინადრეების კომფორტი, ჯანსაღი და აქტიური ცხოვრება, ეკომეგობრული და სუფთა გარემო. დაუღალავად ვშრომობთ იმისთვის, რომ ყველა აღნიშნული კრიტერიუმი დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერი მობინადრე იყოს მაქსიმალურ კომფორტში და იღებდეს სიამოვნებას ჩვენთან ცხოვრებით.

ამრიგად, თუ გიყვართ თბილისი, ამავდროულად გსურთ ჯანსაღი გარემო, ეკოლოგიაზე მორგებული განაშენიანება და თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი საცხოვრებელი ადგილი, „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ ამ ყოველივეს ერთ სივრცეში, თბილისის ისტორიულ ნაწილში გთავაზობთ.

გააზიარე