ბრიტანეთში  ნახშირორჟანგის ემისია 2035 წლისთვის ნულოვან ნიშნულს გაუტოლდება - ჯონსონი

ბრიტანეთში  ნახშირორჟანგის ემისია 2035 წლისთვის ნულოვან ნიშნულს გაუტოლდება - ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ  ბორის ჯონსონის განცხადებით, ქვეყანა 2050  წლისათვის მთლიანად „სუფთა ენერგიის“ წარმოებაზე გადავა. ქვეყნის მიზანი ამ პერიოდისათვის ნახშირბადის ემისიის ნულოვანი ნიშნულის მიღწევაა.

სწორედ ბრიტანეთი იქნება მომდევნო თვეში COP26 კლიმატის სამიტის მასპინძელი ქვეყანა. გაერთიანებული სამეფო 2035 წლისათვის მიზნად ისახავს ნახშირორჟანგის ემისიის 78%-ით შემცირებას, რაც, ჯონსონის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე ამბიციურ კლიმატურ გეგმას წარმოადგენს. ამასთან, 2050 წლისათვის ნახშირორჟანგის ემისია მწარმოებლების მიერ ნულოვან ნიშნულს უნდა გაუტოლდეს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ გარკვეულ პროგრესს „სუფთა ენერგიის“ წარმოების მხრივ. ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ ქარის ენერგიაში, ამასთან, ვეძებთ სხვა ალტერნატიულ განახლებადი ენერგიის წყაროებს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტემპით ჩვენ უკვე  2035 წლისთვის შევძლებთ სრულიად „სუფთა ენერგიის“ წარმოებას“ – განაცხადა ჯონსონმა ინტერვიუში.

ეს კი, თავის მხრივ, გაერთიანებულ სამეფოს მოუხსნის სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების  პრობლემას. „ნახშირწყალბადების ფასები მეტად ცვალებადია და შეიცავს რისკებს, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლების კეთილდღეობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ მხოლოდ ჩვენს საკუთარ, სუფთა ელექტროენერგიაზე ვიქნებით დამოკიდებული, რაც ხარჯების შემცირებასაც შეუწყობს  ხელს“.

გაზეთმა „ტაიმსმა“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჯონსონი თავის კონსერვატიულ პარტიას განახლებადი ენერგიის სტიმულირებას დაავალებს, რადგან ბრიტანეთი საწვავის ფასების ზრდის გამო მძიმე კრიზისის წინაშე დგას.

 

ფოტო: Jeff Overs/BBC/Handout via REUTERS