ჩადის პრეზიდენტი მეექვსედ არჩევის შემდეგ, საბრძოლო ჭრილობებისგან გარდაიცვალა

ჩადის პრეზიდენტი მეექვსედ არჩევის შემდეგ, საბრძოლო ჭრილობებისგან გარდაიცვალა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, ჩადის ეროვნული არმიის სპიკერის, აზემ ბერმანდოას განცხადებით, ჩადის პრეზიდენტი და მთავარსარდალი იდრის დები მეამბოხეების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს მიღებული ჭრილობების გართულებით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი პირადად ხელმძღვანელობდა აჯანყებულთა საწინააღმდეგო ოპერაციას ნჯამენის ჩრდილოეთით. სწორედ ამ სპეცოპერაციისას დაშავდა იგი სასიკვდილოდ.

ამავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, ჩადის ეროვნულმა დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ დებიმ, რომელიც ქვეყანას 1990 წლიდან მართავდა, 11 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 79,32%-ით მეექვსედ გაიმარჯვა.

აჯანყებულთა შეიარაღებულ დაჯგუფებასთან „ცვლილებისა და შეთანხმების ფრონტ ჩადში“ სამთავრობო ჯარების დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 300-ზე მეტი აჯანყებული, ხოლო დააკავეს – 150 ადამიანი. დაპირისპირება 17 აპრილს, აჯანყებულთა დამარცხებით დასრულდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *