ჩარლზ III-ის ქონება და დიდი ბრიტანეთის £17-მილიარდიანი სამეფო საკუთრება

ჩარლზ III-ის ქონება და დიდი ბრიტანეთის £17-მილიარდიანი სამეფო საკუთრება

გასულ შაბათს, უესტმინსტერის სააბატოში მეფე ჩარლზ მესამის კორონაცია შედგა. სააბატოსკენ მიმავალი 2.1-კილომეტრიანი მარშრუტის ექვსცხენშებმული ეტლით გავლისას, ინგლისის მონარქს გზად სამეფო ოჯახთან დაკავშირებული კერძო საკუთრების დიდი ნაწილი შემოხვდა.

ამ გზაზე პირველი Carlton House Terrace-ის კრემისფერი სასახლეებია, რომლებიც ცნობილია მათი მარმარილოს კიბეებითა და სამეჯლისო დარბაზებით, სენტ-ჯეიმს-პარკის ულამაზესი ხედები კი მათ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე სასურველ კერძო საკუთრებში აქცევს – მათი დიდი ნაწილი სამეფო ქონების მართვის ფონდის, Crown Estate-ის წყალობით, გაერთიანებული სამეფოს მონარქს ეკუთვნის. სააბატოსკენ მიმავალ მარშრუტზეა სამეფო ოჯახის გამორჩეულ კერძო საკუთრებები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება £2.3-მილიარდს აღემატება.

რამდენიმე ასეული მეტრის შემდეგ ჩარლზის ეტლის მსვლელობა ტრაფალგარის მოედნის გარშემო გაგრძელდა, სადაც Art-Deco-ს ოფისი და Savoy-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს, რომელიც ლანკასტერის საჰერცოგოს შემწეობით, მისი უდიდებულესობის ფეოდალურ მამულს წარმოადგენს.

მარშრუტითაც ნათელი ხდება, რომ ბრიტანეთის მონარქის დაფინანსებაში ხელშემწყობი ორი ძირითადი ორგანიზაცია ახლა უინძორის ახალ ხელმძღვანელს ემსახურება. ეს არის ბიზანტიური აქტივების კოლექცია, რომელიც მოიცავს მდინარეების კალაპოტს, ციხესიმაგრეებსა და ქვიშაქვის კარიერებს. კორნუოლისა და ლანკასტერის საჰერცოგოები გაერთიანებული სამეფოს მონარქს ძვირად ღირებულ აქტივებს უბოძებს, რაც ჩარლზ მესამისთვის მსოფლიოს ას უმდიდრეს ადამიანს შორის მოსახვედრად საკმარისია. თუმცა ბრიტანეთის სახელმწიფო მეთაურის ქონება სხვა მდიდარი ოჯახების ქონებისგან სრულიად განსხვავებულია.

ჩარლზ მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ სამეფო აქტივებს პირადად სულაც არ ფლობს. ერის მონარქია და მისი ქონება – რომელიც მოიცავს გვირგვინოსანთა საგვარეულო სამკაულებსა და ხელოვნების სამეფო კოლექციას – მმართველ სუვერენულ მონარქს ეკუთვნის, თუმცა არაა მათი პირადი საკუთრება და, შესაბამისად, პირადი სარგებლისთვის მათი გაყიდვის უფლებაც არა აქვთ.

თუმცა 74 წლის ჩარლზს, როგორც ბრიტანეთის მონარქს, სახელმწიფო კომპანია Crown Estate-დან და მათ შორის ლანკასტერის საჰერცოგოდანაც შემოსავლის ნაწილის მიღების უფლება აქვს. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემებით, მონარქის დაქვემდებარებაში არსებული აქტივების სრული ღირებულება £17 მილიარდს აღწევს, მათი წმინდა ღირებულება კი, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კოლექტიურად საშუალოდ 80%-ით გაიზარდა, რაც უმეტესწილად გაერთიანებულ სამეფოში მიწისა და უძრავი ქონების ფასების ზრდის დამსახურებაა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კი ძირითადად სამი ორგანიზაციის მიერ ფინანსდება, ესენია:

  • 1760 წელს დაარსებული Crown Estate – წმინდა აქტივები: £16.5 მილიარდი; შემოსავალი: £313 მილიონი.
  • 1337 წელს დაარსებული კორნუოლის საჰერცოგო – წმინდა აქტივები: £1 მილიარდი; შემოსავალი: £23 მილიონი.
  • 1351 წელს დაარსებული ლანკასტერის საჰერცოგო – წმინდა აქტივები: £652.8 მილიონი; შემოსავალი: £24 მილიონი.

სამეფო ოჯახის ოფიციალური მოვალეობები კი სუვერენული გრანტის საშუალებით ფინანსდება, წლიური ერთჯერადი გადასახადით, რომელიც 1970 წელს, მონარქსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიღწეული შეთანხმებით დამტკიცდა. ჩვეულებისამებრ, სუვერენული გრანტი მეოთხედია Crown Estate-ის მოგების, რომლის მფლობელობაშიც შედის საცალო ვაჭრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირი მაღაზიებით დატვირთული ადგილი ინგლისში, ლონდონის Regent Street-ი.

სუვერენული გრანტის მოცულობა 2023 წლის მარტამდე £86.3 მილიონს შეადგენს – უცვლელ თანხას 2022 წლის პერიოდთან შედარებით, როდესაც შემოსავლების უმეტესი ნაწილი სამეფო სასახლეების შენარჩუნებასა და პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდა. ინგლისსა და უელსში 18,000-ზე მეტი ჰექტარის მფლობელი ლანკასტერის საჰერცოგოს მოგება კი გაერთიანებული სამეფოსა და ბრიტანული სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ცნობისთვის, საჰერცოგო ყოველწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს, თუმცა სამეფო ოჯახის ცალკეული წევრების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას სრულად არ ასაჯაროებს.

მართალია, ჩარლზი კვერთხსა და მონარქიული ძალაუფლების გამოხატულების სფეროს პირადად არ ფლობს, გაერთიანებული სამეფოს მონარქს უამრავი სხვა სარგებლის მიღება შეუძლია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვისაც კი მიუწვდომელია. მაგალითისთვის, მონარქს არ შეეხება მემკვიდრეობის გადასახადი, სექტემბრის შეფასებით კი, გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე $450 მილიონის ქონებას ფლობდა. დედოფლის ქონება ძირითადად მისი საკუთარი გადახდებისგან თავისუფალი მემკვიდრეობისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მარკების კოლექციის დამსახურება იყო.  ცნობისთვის, გაერთიანებულ სამეფოში მემკვიდრეობის სტანდარტული გადასახადი 40%-ია.

ამ წლების განმავლობაში ჩარლზი უელსის პრინცის წოდებას ატარებდა და კორნუოლის საჰერცოგოს საშუალებით ინდივიდუალურ შემოსავალსაც იღებდა. Bloomberg-ის მონაცემებით, საჰერცოგოს აქტივებიდან მიღებული შემოსავალი ბოლო სამ ათწლეულში £400 მილიონს აღწევს. რომელსაც მომავალი მეფე ძირითადად საკუთარი თავისა და ოჯახის დაფინანსებისა და საქველმოქმედო საქმიანობებისთვის იყენებდა. თანხის ნაწილი 1990-იან წლებში პრინცესა დაიანასთან მრავალმილიონიანი განქორწინების დასაფინანსებლადაც იქნა გამოყენებული.

Bloomberg-ის სიმდიდრის ინდექსის მიხედვით, ჩარლზის ქონება, რომელიც ნებაყოფლობით იხდის საშემოსავლო გადასახადს, ელისაბედის ქონების უმეტესი ნაწილის მიღებისა და კორნუოლის საჰერცოგოდან წლიური შემოსავლის ნაწილის დაზოგვის შემთხვევაში, $800 მილიონს უტოლდება. მონარქის მფლობელობაშია Sandringham-ისა და Balmoral-ის ციხესიმაგრეები და მათ გარშემო არსებული მიწები.

თუმცა ყველაზე ღირებული ბუკინგემის სასახლეა, სადაც ჩარლზი კორონაციის შემდეგ გადავა. მართალია, £1.3 მილიარდის ღირებულების სასახლე თავად ჩარლზს არ ეკუთვნის, მაგრამ მეფის ოფიციალური რეზიდენტია მონარქს ცხოვრების იმ სტილს სთავაზობს, რომელზედაც მილიარდერების ნაწილს მხოლოდ ოცნება შეუძლია.