Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება | შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება | შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია

უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, დღეს ინვესტორთათვის ცნობილი გახდა, რომ Credit Suisse-ს ახალი CEO, CFO და COO ეყოლება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, აღმასრულებელი დირექტორის (CEO) პოზიციაზე ულრიხ კორნერი დაინიშნა; პირველი ოქტომბრიდან ბანკის ახალი მთავარი ფინანსური ოფიცერი (CFO) დიქსიტ ჯოში იქნება; მთავარი საოპერაციო ოფიცრის (COO) თანამდებობას კი ფრანჩესკა მაკდონაგი დაიკავებს. გარდა ამისა, ბანკის აქტივების მართვის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად მაიკლ რონგეტი დაინიშნა.

შვეიცარიული ბანკის მენეჯმენტში დაგეგმილი ცვლილებები პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელ ფინანსურ შედეგებთან და საერთაშორისო სკანდალებისა თუ სასამართლო დავების ფონზე, Credit Suisse-ის რეპუტაციის შებღალვასთან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Credit Suisse-მა 1.65 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა, რაც ბანკის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.

შვეიცარიული ბანკის ახალ გუნდს 59 წლის კორნერი გაუძღვება, რომელიც გამოცდილი ფინანსისტი და ბანკირია, ის ათწლეულების განმავლობაში UBS-სა და Credit Suisse-ში უმაღლეს თანამდებობებს იკავებდა. კორნერი აწ უკვე ყოფილ CEO-ს, თომას გოტშტაინს ანაცვლებს, რომლის ხელმძღვანელობის პერიოდშიც Credit Suisse-მა ყველზე ცუდი კვარტალური შედეგები დააფიქსირა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *