ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება აღმოუჩინეს

ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება აღმოუჩინეს

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლურმა სახელმწიფოებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და მსხვილმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა ევროპის უდიდეს ქვეყანას სამხედრო, სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური მხარდაჭერა არაერთხელ აღმოუჩინეს. დასავლური სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი ეს დახმარება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი აღრიცხვით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი, „კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტი“ დაინტერესდა.

კიელის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში ორმოცი სახელმწიფო შედის, მათ შორის ევროკავშირისა და G7-ის წევრი სახელმწიფოები და ავსტრალია, სამხრეთ კორეა, თურქეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჩინეთი, ტაივანი და ინდოეთი. აღსანიშნავია, რომ უშუალო ფულადი დახმარების გარდა, კიელის ინსტიტუტის მკვლევრები აკვირდებიან, როგორც დაპირებების შესრულების დონეს, ასევე მათ თანაფარდობას ქვეყნის მშპ-ის მაჩვენებელთან.

ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ მიმდინარე წლის სამი აგვისტოს ჩათვლით, მსოფლიოს სახელმწიფოებმა უკრაინას €84.2 მილიარდის დახმარება აღუთქვეს – ამ თანხის უდიდესი ნაწილი – თითქმის 53%, ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, რომელმაც ომში მყოფ ქვეყანას €25 მილიარდის სამხედრო, €10.3 მილიარდის ფინანსური და €9.2 მილიარდის ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვა. დონაციების მოცულობით რიგით მეორე ადგილი ევროკავშირის ინსტიტუტებზე მოდის, რომელთაც უკრაინას €12.3 მილიარდის ფინანსური, €2.5 მილიარდის სამხედრო და €1.42 მილიარდის ჰუმანიტარული დახმარება აღუთქვეს.

უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციების მოცულობით, სახელმწიფოების რეიტინგის პირველი ათეული (24 თებერვალი, 2022 – 3 აგვისტო, 2022) შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 – ამერიკის შეერთებული შტატები
ჯამური დახმარება: 44.5 მილიარდი
სამხედრო: 25 მილიარდი
ჰუმანიტარული: 9.2 მილიარდი
ფინანსური: 10.3 მილიარდი

#2 – ევროკავშირის ინსტიტუტები
ჯამური დახმარება: 16.22 მილიარდი
სამხედრო: 2.5 მილიარდი
ჰუმანიტარული: 1.42 მილიარდი
ფინანსური: 12.3 მილიარდი

#3 – გაერთიანებული სამეფო
ჯამური დახმარება: 6.51 მილიარდი
სამხედრო: 4 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.38 მილიარდი
ფინანსური: 2.1 მილიარდი

 #4 – გერმანია
ჯამური დახმარება: 3.1 მილიარდი
სამხედრო: 1.2 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.75 მილიარდი
ფინანსური: 1.15 მილიარდი

#5 – კანადა
ჯამური დახმარება: 3.01 მილიარდი
სამხედრო: 0.93 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.26 მილიარდი
ფინანსური: 1.82 მილიარდი

#6 – პოლონეთი
ჯამური დახმარება: 2.89 მილიარდი
სამხედრო: 1.8 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.1 მილიარდი
ფინანსური: 0.99 მილიარდი

#7 – საფრანგეთი
ჯამური დახმარება: 1.15 მილიარდი
სამხედრო: 0.23 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.12 მილიარდი
ფინანსური: 0.8 მილიარდი

#8 – ნორვეგია
ჯამური დახმარება: 1.28 მილიარდი
სამხედრო: 0.21 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.04 მილიარდი
ფინანსური: 1.03 მილიარდი

#9 – იაპონია
ჯამური დახმარება: 0.59 მილიარდი
სამხედრო: 0.59 მილიარდი
ჰუმანიტარული:
ფინანსური:

#10 – იტალია
ჯამური დახმარება: 0.49 მილიარდი
სამხედრო: 0.15 მილიარდი
ჰუმანიტარული: 0.03 მილიარდი
ფინანსური: 0.31 მილიარდი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციები მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ ის მცირე ზომის სახელმწიფოებიც, რომლებიც ომში მყოფ ქვეყანას პროპორციულად არანაკლებად ეხმარებიან. დონაციების მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით ესტონეთი ლიდერობს, რომელმაც უკრაინას საკუთარი მშპ-ის 0.83%-ის ტოლი დახმარება აღუთქვა.

საერთო ჯამში, უკრაინისთვის გამოყოფილი დონაციების მოცულობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდების მიხედვით სახელმწიფოების რეიტინგის პირველი ათეული (24 თებერვალი, 2022 – 3 აგვისტო, 2022) შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 – ესტონეთი
ქვეყნის მშპ-ის 0.83%
ევროკავშირის მშპ-ის 0.1%

#2 – ლატვია
ქვეყნის მშპ-ის 0.8%
ევროკავშირის მშპ-ის 0.1%

#3 – პოლონეთი
ქვეყნის მშპ-ის 0.49%
ევროკავშირის მშპ-ის 0.12%

#4 – ლიეტუვა
ქვეყნის მშპ-ის 0.32%
ევროკავშირის მშპ-ის 0.09%

#5 – ნორვეგია
ქვეყნის მშპ-ის 0.36%

#6 – სლოვაკეთი
ქვეყნის მშპ-ის 0.19%
ევროკავშირის მშპ-ის 0.13%

#7 – ჩეხეთის რესპუბლიკა
ქვეყნის მშპ-ის 0.19%
ევროკავშირის მშპ-ის 0.09%

#8 – გაერთიანებული სამეფო
ქვეყნის მშპ-ის 0.24%

#9 – პორტუგალია
ქვეყნის მშპ-ის 0.12%
ევროკავშირის მშპ-ის 0.1%

#10 – ამერიკის შეერთებული შტატები
ქვეყნის მშპ-ის 0.22%

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.