CROSTY პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას დამოუკიდებლობის დღეს გახსნის

CROSTY პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას დამოუკიდებლობის დღეს გახსნის

ქროსთი არის საუკეთესო ქართული ფეხსაცმელების ბრენდი, რომელიც დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. მისი ფეხსაცმელები გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინით, რომელიც შთაგონებულია საქართველოთი და მისი თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიით. ქროსთი მოირგო არაერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა, მათ შორის არიან სტეფან კარი, სინდი ბრუნა, პატრიკ შვარცნეგერი, კლეი ტომფსონი და სხვები.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქროსთი ხსნის პირველ კონცეპტუალურ მაღაზიას თბილისში. სწორედ იმ დღეს, როდესაც საქართველომ გადადგა პირველი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზაზე. თავისუფლების გზაზე სიარული და მისკენ სწრაფვა კი ქროსთის მთავარი ღირებულებაა.

„თავისუფლება – არის ის მთავარი ღირებულება რაზეც ქროსთია აგებული. ის ცდილობს ადამიანებს მისცეს შთაგონება თავისუფლებისკენ სწრაფვაში. სწორედ ამიტომ ჩვენი პირველი კონცეპტუალური მაღაზიის გახსნის თარიღად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შევარჩიეთ. დღე, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის მუდმივ ბრძოლას თავისუფლებისთვის.“ — გიორგი მიქაია, ქროსთის დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

200 კვ.მ.-ზე განთავსებული კონცეპტუალური მაღაზია მდებარეობს ღვინის ქარხნის შენობაში და წარმოადგენს სივრცეს, რომელიც სცდება ტრადიციული მაღაზიის ჩარჩოებს და აერთიანებს ხელოვნების და შოპინგის ახალ გამოცდილებას. მაღაზიაში განთავსებულია საგამოფენო სივრცე, სადაც ქროსთის მხარდაჭერით გამოიფინება ქართველი არტისტების ნამუშევრები. ინდუსტრიული ჭერი, მინიმალისტური დიზაინი, და ნათელი ფერები ქმნის სრულიად ახალ ემოციურ გარემოს.

CROSTY CONCEPT STORE

პეტრიაშვილის ქუჩა 1, თბილისი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *