დუბაი ზაფხულის დაწყებამდე: ტოპ-ადგილები ზაფხულამდე მოსანახულებლად

დუბაი ზაფხულის დაწყებამდე: ტოპ-ადგილები ზაფხულამდე მოსანახულებლად

დუბაიში ატრაქციონების უმეტესობა დამთვალიერებლისთვის მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომია, თუმცა ისეთებიც გვხვდება, ზაფხულიდან ფუნქციონირებას რომ წყვეტენ და ვიზიტორების კარებს კვლავ მხოლოდ შემოდგომაზე უღებენ. ვინც უახლოეს თვეებში დუბაიში მოგზაურობას გეგმავს, ვურჩევდით სამოგზაურო მარშრუტში აუცილებლად ჩართონ და მოინახულონ შემდეგი ადგილები – სანამ საზაფხულო არდადეგები მათთვის არ დაწყებულა.

დუბაის Safari Park-ში 3000-ზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, მათ შორის ვეფხვი, მაიმუნი, მალაიური დათვები, ლომები, სპილოები, ჟირაფები, აქლემები და მრავალი სხვა. ვიზიტორებს მათი ყურება შეუძლიათ უსაფრთხო საცალფეხო ხიდებიდან და სადამკვირვებლო პლატფორმებიდან. შეგიძლიათ ჟირაფები თქვენვე გამოკვებოთ, რაც ვოიაჟს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს. საფარის პარკში ყოველდღე იმართება საინტერესო, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც შთამბეჭდავი შოუები. მაისის ბოლოს პარკში გეგმური არდადეგები იწყება.

დუბაის საოცრებათა ბაღი Miracle Garden თანამედროვე ლანდშაფტური ხელოვნების შედევრია, რომელიც 7 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული და 150 მილიონი მცენარის ყვავილოვანი სკულპტურებით არის დამშვენებული. სტუმრებს შეუძლიათ გულის ფორმის თაღებში გაიარონ, გაოცდნენ, მაგალითად, გრანდიოზული ყვავილების დიზაინით Emirates ავიახაზების ორსართულიანი A380 თვითმფრინავით, რომელიც 2016 წელს გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც უდიდეს ყვავილების ინსტალაცია. Miracle Garden ასევე გთავაზობთ ეწვიოთ სმურფის სოფელს, გაისეირნოთ ყვავილების გვირაბებში, უყუროთ სინათლის შოუებს და გასაოცარი შთაბეჭდილებები შეაგროვოთ. დუბაის ყვავილების სამეფო 30 აპრილიდან შვებულებაში გადის. საოცრებათა ბაღის კარები ხელახლა მხოლოდ შემოდგომის დადგომისას გაიხსნება.

დუბაის ბაღის ბრწყინვალება Dubai Garden Glow საოცარი პარკია, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მასშტაბებითა და განათების სიკაშკაშით. მისი ტერიტორია რამდენიმე ზონადაა დაყოფილი, რომელთაგან თითოეული გარკვეულ თემას ეძღვნება. მაგალითად, წყალქვეშა სამყაროს ზონაში შეგიძლიათ უზარმაზარი მბზინავი მედუზა ნახოთ, ხოლო დინოზავრების პარკში იურული დინოზავრების ნახვა შეგიძლიათ. ყველა ინსტალაცია გადამუშავებული მასალებისგანაა დამზადებული, ხოლო განათებაში ენერგიის დაზოგვის LED ტექნოლოგიებია გამოყენებული, რაც ბაღს ასევე ეკოლოგიურად აქცევს.

ჰატტა – ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილია. ის დუბაიდან საათ-ნახევრის სავალზეა, ასე რომ, შესანიშნავი არჩევანია უქმეებზე მოკლე მოგზაურობისთვის ან ერთდღიანი ექსკურსიებისთვის. ჰატტა ტურისტებს სხვადასხვა გარე აქტივობებით ხიბლავს: ლაშქრობა, ველოტური, ტურები კაიაკით, ზიპლაინი, მშვილდოსნობა. სეზონი მაისში მთავრდება, რაც ნიშნავს, რომ აპრილი მის მოსანახულებლად იდეალური დროა მათთვის, ვისაც ბუნებაში განტვირთვა და მთის კურორტზე სიმშვიდის ატმოსფეროში ჩაძირვა სურს.

Hatta Wadi Hub მთის განსაცვიფრებელი პეიზაჟების ფონზე მრავალფეროვან აქტივობებს გთავაზობთ, როგორიცაა მშვილდოსნობა, კაიაკი, პარაპლანით ფრენა. ამას გარდა, ჰატტაში შეგიძლიათ, მთის ველოსიპედით სიარული სხვადასხვა სირთულის ბილიკებზე, ცხენებით გასეირნება. მოლაშქრეებს შეუძლიათ ჰატტას ცნობილ ნიშანზე ასვლა, რომელიც ახლახან გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ იქნა აღიარებული, როგორც „მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნიშანი“.

ოჯახური პიკნიკისთვის Wadi Hatta Park გამორჩეულია საფეხმავლო ბილიკებითა და თვალწარმტაცი ხედებით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ Honeybee Garden and Discovery ცენტრს, ასევე, ფუტკრის მუზეუმს (Bee Museum) და ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ ამ მწერების შესახებ, ასევე, დააგემოვნოთ ან შეიძინოთ ახალი თაფლი.

თუ კულტურულ დასვენებას ამჯობინებთ, ჰატტას მემკვიდრეობის სოფელში შეძლებთ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტრადიციებს, რეგიონის ისტორიასა და არქიტექტურას გაეცნოთ, გაისეირნოთ ალ შარიას პალმებიან ფერმაში ან აუზთან ჩიტების ცქერით დატკბეთ. დუბაიში ტურიზმი ცნობილია თავისი ლამაზი პლაჟებით. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში ბანაობა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ, სანაპიროზე დასასვენებლად უფრო კომფორტულად სექტემბრიდან მაისამდე პერიოდი ითვლება.

ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლაჟია Jumeirah Beach. რომელიც ცნობილია არაბეთის ყურის შესანიშნავი პანორამული ხედებით, რესტორნებით და კაფეებით. აქ ღამითაც შეგიძლიათ ბანაობა. Kite Beach საყვარელი ადგილია კეიტსერფინგისა და წყლის სპორტის მოყვარულებისთვის. La Mer სანაპირო ცნობილია განმტვირთველი გარემოთი, თეთრი ქვიშებით, ფირუზისფერი წყლითა და უამრავი ყველა გემოვნების რესტორნით. Al Sufouh – დუბაის დაფარული მარგალიტია, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც შავი სასახლის პლაჟი, ის გთავაზობთ უფრო წყნარ, უფრო იზოლირებულ დასვენებას. ბრწყინვალე ქვიშიანი პლაჟი, ულამაზესი ხედები ბურჯ ალ-არაბზე და მშვიდი ატმოსფერო მას იდეალურ ადგილად აქცევს არა მხოლოდ საცურაოდ, არამედ მზის ჩასვლისას რომანტიკული პიკნიკის მოსაწყობად. S