დუბაიში დაფუძნებული კომპანია აცხადებს, რომ პორტების ფუნქციონირებაში რევოლუციას მოახდენს

დუბაიში დაფუძნებული კომპანია აცხადებს, რომ პორტების ფუნქციონირებაში რევოლუციას მოახდენს

დუბაის ჯებელ ალის პორტში (Jebel Ali) ახალი ტექნოლოგიის ტესტირება მიმდინარეობს, რომლის მიზანია დააჩქაროს, გააუმჯობესოს და ავტომატიზირდეს კონტეინერების შენახვის, გადაადგილებისა და გაგზავნის პროცესი.

როგორც წესი, მსხვილ პორტებში გადასაზიდი კონტეინერები საკმაოდ დიდი ხნით ელოდებიან ტრანსპორტირებას. ისინი ერთმანეთზე არის დალაგებული და ამწეებით ტრანსპორტირებას საჭიროებს, რაც თავისთავად უზარმაზარ სივრცეს იკავებს და მისი გადაზიდვაც საკმაოდ შრომატევადია.

დუბაიში დაფუძნებულმა პორტის ოპერატორი DP World აცხადებს, რომ შეიმუშავეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც დროსა და სივრცეს  ზოგავს.

„BoxBay“ არის შენახვის სისტემა, რომელიც  კონტეინერებს ფოლადის ჩარჩოში 11 სართულის სიმაღლეზე ათავსებს.  ჩვეულებრივ, როდესაც კონტეინერები ერთმანეთზეა თავმოყრილი ნავსადგურებში, კონტეინერის ქვედა ნაწილში მისაღწევად ჯერ მის ზემოთ არსებული უნდა გადააადგილო. DP World ამბობს BoxBay, რომელიც შემუშავებულია გერმანული კომპანია SMS ჯგუფის პარტნიორობით, ამწეებს საშუალებას აძლევს აიღონ კონტეინერები, ზემოთ განლაგებული კონტეინერების გადაადგილების გარეშე. ამასთან, სისტემა ავტომატიზებულია, შეუძლია ამწეების გადატანა და კონტეინერების ავტომატურად აღება

პორტის გაფართოებისა და სპეციალური პროექტების ხელმძღვანელი DP World–ში პატრიკ ბოლი CNN– სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიით ისინი დროის 60–დან 70%–მდე ზოგავენ. „საწყისი ხარჯები მაღალია, მაგრამ მიღებული უკუგება ხარჯს რამდენჯერმე აღემატება. ტექნიკური მომსახურების ღირებულება გაცილებით დაბალია და მას ნაკლები ხალხი სჭირდება.“ –  აღიარებს ბოლი.

კოპენჰაგენის ბიზნესის სკოლის საზღვაო ეკონომიკის პროფესორის,  პიტერ დე ლენგერის მოსაზრებით, „მთავარი სარგებელი არის ტერმინალის სივრცის ბევრად უფრო ხშირი გამოყენება“. დე ლენგენი დასძენს, რომ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს დაყოვნების დრო და ითვალისწინებს უფრო ფართო მიღებას პორტებში, სადაც არ არის ადგილი ობიექტების გაფართოებისათვის.

ამ ტექნოლოგიის გავრცელებას ორი მთავარი პრობლემა აფერხებს. ეს ტექნოლოგია მაღალი ავტომატიზაციის დონით გამოირჩევა, რაც თავისთავად ამცირებს დასაქმების დონეს ტერმინალებში – ამბობს დე ლენგენი, ეს კი  ნიშნავს, რომ მას შეიძლება შეექმნას წინააღმდეგობა პორტებში, სადაც ძლიერი პროფკავშირია. კიდევ ერთი გამოწვევაა ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებაა უკვე არსებულ პროცესებში.

სულთან აჰმედ ბინ სულეიმი, DP World–ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დუბაიში ჩატარებული საპილოტე პროექტი  დროისა და სივრცის დაზოგვის თვალსაზრისით კარგ შედეგებს აჩვენებს. შესაბამისად, ამ ტექნოლოგიას მომავალი გააჩნია და ის აუცილებლად გამოჩნდება მსოფლიოს რამდენიმე ყველაზე დატვირთულ პორტში.

„ჩვენი მიზანია აღმოვფხვრათ ინდუსტრიაში არსებული ყველა არაეფექტურობა. BoxBay საინტერესო ინოვაციაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს მუშაობას“ – აცხადებს სულთანი აჰმედ ბინ სულეიმი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.