ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

მიმდინარე კვირას ამერიკული მსხვილი რიტეილ-კომპანიები გასული წლის მეოთხე კვარტალის შემოსავლების შესახებ გაასაჯაროებენ ინფორმაციას. მათ შორის იქნება Walmart-ი და Depot. მათ მოჰყვება ჩიპების მწარმოებელი კომპანია Nvidia-ს და ასევე კოვიდ-19-ის ვაქცინის მწარმოებელი Moderna-ს შემოსავლების გამოქვეყნებაც. მიმდინარე კვირასვე გეგმავს 2022 წლის ბოლო კვარტალის რიცხვების გასაჯაროებას ელექტრონული კომერციის გიგანტი eBay-ც.

რაც შეეხება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, 20 თებერვლის კვირაში საფრანგეთი და გერმანია გასული წლის მეოთხე კვარტალის მშპ-ს გამოაქვეყნებენ. ასევე საფრანგეთი, იტალია, გერმანია და დიდი ბრიტანეთი იანვარში დარეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ გამოაქვეყნებენ მონაცემებს. შვეიცარია კი იანვრის სავაჭრო ბალანსს გაასაჯაროებს. ამასთან, აშშ-ში იანვარში გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების სტატისტიკა, ხოლო კანადაში დეკემბრის რიტეილ-გაყიდვები გახდება ცნობილი.

რაც შეეხება საქართველოს, ეკონომიკური კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. საქსტატი კვირის დასაწყისშივე გამოაქვეყნებს სამუშაო ძალის მაჩვენებლებს (დასაქმება და უმუშევრობა), (2022 წლის IV კვარტალი), საგარეო ვაჭრობის (2023 წლის იანვარი), ადგილობრივი ექსპორტის (2023 წლის იანვარი), სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი), მწარმოებელთა ფასების ინდექსს სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2023 წლის იანვარი), მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი), ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი), ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი), სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი), ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსს (2023 წლის იანვარი) და მწარმოებელთა ფასების ინდექსს დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე (2023 წლის იანვარი). გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის (2022 წლის წლიური, 2022 წლის IV კვარტალი) გამოქვეყნებაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *