ენერგომწარმოებლები: რუსეთი გლობალურ ენერგობაზარს სამუდამოდ ჩამოშორდება

ენერგომწარმოებლები: რუსეთი გლობალურ ენერგობაზარს სამუდამოდ ჩამოშორდება

ენერგომწარმოებლების, Chevron-ისა და Woodside Petroleum-ის პროგნოზით, რუსეთი სავარაუდოდ სამუდამოდ ჩამოშორდება გლობალურ ენერგობაზარს მას შემდგომ, რაც ევროპა რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე შეამცირებს.

ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ავსტრალიური კომპანია Woodside-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეგ ო’ნილის განცხადებით, ევროპელებს „დრო სჭირდებათ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შეწყვეტისთვის“, თუმცა როგორც კი ეს მოხდება, კონტინენტი რუსულ გაზს აღარასდროს გამოიყენებს. მიუხედავად არსებული დებატებისა, ევროკავშირის პოზიცია რუსული გაზის შეწყვეტის თაობაზე „საკმაოდ მტკიცეა“.

ავსტრალიის თხევად ბუნებრივ აირზე მოთხოვნა აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდანაც გაიზრდება. გეოპოლიტიკური დაძაბულობის საპასუხოდ, გრძელ მარშრუტზე ტრანსპორტირებიდან გამომდინარე, თხევადი ბუნებრივი აირის გადამისამართება ნავთობსა და ქვანახშირზე ბევრად რთული აღმოჩნდა. რაც ნიშნავდა, რომ ავსტრალიის LNG-ის მიერ ევროპაში რუსული გაზი ვერ ჩანაცვლდებოდა. სამაგიეროდ, ევროპის მახლობლად არსებული LNG-ის მწარმოებლები, მათ შორის აშშ და კატარი, ევროპაში გაზს აზიიდან გადაამისამართებენ, რის გამოც ავსტრიის LNG აზიის მოთხოვნის შევსებას მოხმარდება.

აშშ-ის ნავთობისა და გაზის ჯგუფ Chevron-ის ავსტრალიური ბიზნესოპერაციების დირექტორის, კორი ჯადის განცხადებით, გლობალურ ენერგოსისტემაში რუსეთის დაბრუნების ერთადერთი გზა პუტინის „სწრაფად შეცვლა“ იქნება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *