ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.4%-ით გაიზარდა

ერთ წელიწადში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.4%-ით გაიზარდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში.

აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან (იანვართან) შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის თებერვალთან შედარებით 5.4%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (7.8%-ით). მაშ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 13.6%-ით, მეტალურგიული მრეწველობა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 7.5%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 26.5%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.