ევექსი ვაქცინაციის ცენტრს ხსნის - კლინიკაში 100 აქტიური ვაკანსიაა

ევექსი ვაქცინაციის ცენტრს ხსნის - კლინიკაში 100 აქტიური ვაკანსიაა

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელი, პირველ 30-კაბინეტიან ვაქცინაციის ცენტრს ხსნის. „ევექსის კლინიკები“ როგორც დამწყებ კადრებს, ასევე გამოცდილ პროფესიონალებს, 100 ახალ ვაკანსიას სთავაზობს.

ვაქცინაციის ახალი ცენტრი საბურთალოს რაიონში გაიხსნება და 30 კაბინეტს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის ჰოლდინგი 14 პოლიკლინიკასა და 19 მცირე ზომის კლინიკას აერთიანებს. საქართველოს ექვს რეგიონში წარმოდგენილი 33 კლინიკა პირველად ამბულატორიულ მომსახურებას ახორციელებს.

ვაქცინაციის ცენტრის გახსნით კომპანია კორონავირუსის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაში ახალი რესურსებით ერთვება. პანდემიის დასამარცხებლად კლინიკების ქსელი 100 ახალ თანამშრომელს ეძებს შემდეგი მიმართულებებით: ექიმი, ექთანი, რეგისტრატორი, IT სპეციალისტი, სამეურვეო სპეციალისტი, სერვისის კოორდინატორი, დაკვირვების მედდა. დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს რეზიუმის გაგზავნა 16 აგვისტომდე შეუძლიათ.