ევროკავშირის გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინეთის გარეშე

ევროკავშირის გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტი ჩინეთის გარეშე

ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის ინფრასტრუქტურული პროექტი უფრო მეტად გააძლიერებს კავშირს ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

ევროკავშირის ინფრასტრუქტურულ პროექტს „გლობალურად დაკავშირებული ევროპა” (A Globally Connected Europe) ეწოდება და აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პეკინის „აბრეშუმის გზის“ საპასუხო გეგმად აღიქმება, მის სტრატეგიაში ჩინეთი ნახსენები არ არის. „აბრეშუმის გზის“ პროექტისთვის მისი დაარსებიდან, ანუ 2013 წლიდან მოყოლებული, 2,5 ტრილიონი აშშ დოლარია გაღებული, რომელიც ძირითადად ენერგეტიკული მრეწველობის, სატრანსპორტო ინდუსტრიის, უძრავი ქონებისა და მეტალის სექტორის განვითარებისთვისაა განკუთვნილი მსოფლიოს 138 ქვეყანაში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის განცხადებით, ევროკავშირს სჭირდება ზუსტი გეგმა არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებისთვის შესათავაზებლად, არამედ ასევე აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსაზიდად, რომელთა ჩართულობაც ევროკავშირის ინფრასტრუქტურულ პროექტში აუცილებელია. ამას გარდა კი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუდმივი კოორდინაცია.

ევროკავშირმა იაპონიასა და ინდოეთთან ტრანსპორტის, ხოლო აზიასთან ელექტრონულ და ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა უკვე დაიწყო. ახალი სტრატეგია კი ევროკავშირისა და აზიის დაკავშირებაზე მეტად, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკასთან ეკონომიკური ტიპის თანამშრომლობაზე იქნება დაფუძნებული.

ევროსაბჭო და მისი წარმომადგენლები ანგარიშვალდებულნი არიან, კონკრეტულ პროექტთა ჩამონათვალი 2022 წლის გაზაფხულამდე წარადგინონ. პროექტები შესაძლოა შეიცავდეს წყალქვეშა ციფრულ გაყვანილობას, ინფრასტრუქტურულ გეგმას აფრიკის კონტინენტთან დასაკავშირებლად და განახლებადი ენერგიის პროექტებს ისეთი ადგილებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვალებადობით გამოირჩევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *