უკრაინა და ჩინეთი უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადადიან

უკრაინა და ჩინეთი უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადადიან

13 ივლისს სატელეფონო მოლაპარაკების შედეგად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გადასვლის ხელშეკრულების ხელმოწერაზე შეთანხმდნენ.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობაც. ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შეუძლია ჩინეთისა და ევროპის  დამაკავშირებელი რგოლი გახდეს. უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება კოოპერაციის სრული პოტენციალის გამოყენებას მოასწავებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდება, 2020 წელს ბრუნვამ $15.4 მილიარდი შეადგინა, რაც $3 მილიარდით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე. ამას გარდა, ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს ზელენსკის „დიდი აღმშენებლობის“ პროექტს.

უკრაინის მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გამყარებას უარყოფითი შეფასებებიც თან სდევს, განსაკუთრებით კი ჩინეთში სინძიანის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის საწინააღმდეგოდ მიმართული მოქმედებებიდან უკრაინის გამოთიშვის შემდეგ. ასოცირებული პრესის განცხადებით, ჩინეთი უკრაინას ჩინური წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეჩერებით დაემუქრა, მაგრამ ჩინეთის საელჩომ ეს ბრალდებები უარყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *