ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი იზრდება

ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი იზრდება

ევროპის ავტომწარმოებელთა სტატისტიკის ცენტრის ინფორმაციით, ევროკავშირში ახლად დარეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი 2016 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  6,2%ით (1,06 მილიონით) გაიზარდა. ახალი ავტომობილების რეგისტრაციის ზრდის ტენდენცია ზედიზედ 29 თვეა გრძელდება. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელით იტალია (+17,4%)  და ესპანეთი (+12,1%) გამოირჩევიან. საფრანგეთში ეს მონაცემი 3,9%–ს შეადგენს, გერმანიაში 3,3%–ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2,9%–ს. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ბაზარზე წლის განმავლობაში შემცირდა Volkswagen–ის, Peugeout-Citroen–ის, Renault–ის და BMW–ის გაყიდვები. გაიზარდა  Ford–ის, Fiat–ის ჯგუფის (FCA), Opel–ის და Daimler–ის გაყიდვები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.