ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ახალი, რიგით მეხუთე პაკეტი წარადგინა. მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად ევროკავშირის ზომები კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი გახდა.

სანქციათა ახალი პაკეტი ექვსი პუნქტისაგან შედგება:

  • ევროკავშირი დააწესებს რუსეთიდან 4 მილიარდი ევროს ოდენობის ნახშირის იმპორტის აკრძალვას, რითაც რუსეთს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყარო შეუწყდება.
  • რუსეთის 4 მთავარი ბანკისათვის ტრანზაქციების სრული აკრძალვა. აღნიშნული 4 ბანკი, რომლებიც ახლა თითქმის მთლიანად მოწყვეტილია საკუთარ ბაზრებს, რუსეთის საბანკო სექტორის ბაზრის 23%-ს წარმოადგენს. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის საფინანსო სისტემას.
  • რუსულ და რუსეთის მიერ კონტროლირებად გემებს აეკრძალებათ ევროკავშირის პორტებში შესვლა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი ძირითადი პროდუქტების ტრანსპორტირება, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქცია, ჰუმანიტარული დახმარება და ენერგოსფერო. აკრძალვა დაუწესდება რუსულ და ბელარუსულ საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებსაც.
  • დაუწესდება 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო აკრძალვა. ეს მოიცავს კვანტური კომპიუტერების, ნახევარგამტარების, მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტს. ამ ნაბიჯით კიდევ უფრო შესუსტდება რუსეთის ტექნოლოგიური ბაზა და სამრეწველო შესაძლებლობები.
  • დაუწესდება 5.5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები სხვადასხვა სახის პროდუქტებზე.
  • ევროკავშირი აკრძალავს წევრი ქვეყნების მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობას. ასევე შეაჩერებს ყოველგვარ ფინანსურ მხარდაჭერას რუსული საჯარო უწყებებისათვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი დამატებით სანქციებზე კვლავ მუშაობს. მათ შორის, ეს შეიძლება შეეხოს ნავთობის იმპორტსაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *