ევროკავშირის საპარლამენტო ორგანომ რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.
პარლამენტის განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ტერორიზმს და მას იყენებს პოლიტიკური გავლენისა და ძალადობის მექანიზმად.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო აქტორების მიერ სრულად უნდა იქნას იზოლირებული, რათა უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ რუსეთის მრავალწლიანი ტერორისტული კამპანია დასრულდეს.