WWD: ალესანდრო მიკელე Gucci-ის მოდის სახლს ტოვებს

WWD: ალესანდრო მიკელე Gucci-ის მოდის სახლს ტოვებს

Women’s Wear Daily-ის (WWD) ინფორმაციით, იტალიური მოდის სახლ Gucci-ის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე პოსტს ტოვებს. გამოცემის თანახმად, ოფიციალური განცხადება დღეს, დღის განმავლობაში გაკეთდება. ცნობისთვის, Gucci, ფრანგულ ჯგუფ Kering-ში შემავალი უმსხვილესი ბრენდია.

ალესანდრო მიკელეს მიერ Gucci-ის დატოვებაზე კომენტარი ჯერ არც იტალიურ მოდის სახლს და არც ფრანგულ Kering-ს არ გაუკეთებიათ. თუმცა, როგორც WWD-ის იუწყება, Gucci-ში ცვლილებები იგეგმება და ადგილობრივი წყაროები კრეატიული დირექტორის მიერ ბრენდის დატოვებაზეც საუბრობენ. შეგახსენებთ, რომ Gucci-ის კრეატიული დირექტორის პოსტი მიკელემ 2015 წლის იანვარში დაიკავა.

როგორც RBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, 7-წლიანი მმართველობის შემდგომ ბრენდში ალბათ ცვლილებების დრო დადგა და ინვესტორებიც, მოდის სახლის ბიზნესის ხელახლა გასააქტიურებლად, ახალი მიდგომების საჭიროებაზე შეთანხმდნენ. საერთო ჯამში, RBC-ის ვარაუდით, შემოქმედებითი ხელმძღვანელობის ცვლილებები დადებითად იქნება შეფასებული როგორც ბაზრის მიერ, ასევე კარგად იმოქმედებს Kering-ის აქციების ფასებზეც.

Gucci-ის კრეატიული დირექტორის პოსტზე მიკელემ 2015 წელს პატრისიო დი მარკო შეცვალა. იტალიური მოდის სახლის CEO-მ, მაშინ მიკელეს პოსტისთვის შესაფერისი ადამიანი უწოდა, რომელიც Gucci-ის გაყიდვების კლების შეჩერებას შეძლებდა. მართლაც, 2018 წლის პირველი კვარტალისთვის, ბრენდის ზრდამ, ზედიზედ ხუთი კვარტალის განმავლობაში 35%-ს გადააჭარბა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *