EXXON-მა რუსეთის ბაზარი $4-მილიარდიანი ზარალით, ხელცარიელმა დატოვა

EXXON-მა რუსეთის ბაზარი $4-მილიარდიანი ზარალით, ხელცარიელმა დატოვა

უმსხვილესმა ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანია Exxon Mobil-მა რუსეთის ფედერაციის ბაზარი საბოლოოდ დატოვა.

კომპანიის განცხადებით, Exxon-ს რუსეთის მთავრობისგან არანაირი სახის კომპენსაცია არ მიუღია, ქვეყანაში დარჩენილი აქტივების ღირებულება კი 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, რაც კრემლის მიერ ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს.

რუსეთში Exxon-ის პროექტებს შორის უმსხვილესია Sakhalin 1, რომელსაც დღიურად 220,000 ბარელი ნავთობის საწარმოო შესაძლებლობა აქვს – აღნიშნული აქტივიც რუსეთის საკუთრებაში რჩება.

რუსული ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს სხვა მსხვილმა ენერგეტიკულმა კომპანიებმაც, მათ შორისაა: Shell, Total Energies, BP და Equinor. ამ შემთხვევაშიც, დასავლურ კომპანიებს აქტივების სრულად დათმობა ან რუსულ კომპანიებზე საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად გაყიდვა მოუწიათ.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ნეგატიური სიახლე ინვესტორებმა და ტრეიდერებმა შედარებით პოზიტიურად მიიღეს. ორდღიან ჭრილში საფონდო ბირჟაზე Exxon-ის აქციები თითქმის 2%-ითაა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *