Forbes Georgia | 2023 წლის ივნისის ნომერი

Forbes Georgia | 2023 წლის ივნისის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2023 წლის ივნისის ნომერი.

ყდაზე: ლიდერი ტექნოლოგიების სამყაროში — ინტერვიუ დიანა კიღურაძესთან

გასულმა ორმა წელიწადმა გამორჩეული ლიდერშიპის მოთხოვნა წამოუყენა მსოფლიოს, მათ შორის ციფრულ და ფინანსურ სამყაროს. ამ პერიოდში, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში დიანა კიღურაძეა. რთულ დროსა და რეგიონში იგი ახერხებს, გადახდების ქსელი კიდევ უფრო ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გახადოს.

მოსაზრება და ფაქტები

სად იყიდება საქართველოს ტოპ-10 საექსპორტო საქონელი? | ავტორი: ბესო ნამჩავაძ

„2022 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტი 32 პროცენტით გაიზარდა და 5.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. 10 უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფს ადგილობრივი ექსპორტის 50%-მდე უჭირავს. საინტერესოა, აღნიშნული 10 უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფის პროდუქცია რომელ ქვეყნებში გადის და როგორი ტენდენციაა ბოლო წლებში.“

რატომ არ არის საქართველოში მაღალი ხელფასები? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

„საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1,600 ლარია. თუმცა, საშემოსავლო გადასახადის გამოკლების შემდეგ, ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი 1,280 ლარი გამოდის. შედარებისთვის, ევროკავშირის ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანაში – ბულგარეთშიც კი, ხელზე ასაღები საშუალო თვიური ხელფასი 1,500 დოლარამდეა, რაც საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე თითქმის 3-ჯერ მეტია.“

სწორად დავიწყებული ძველი | ავტორი: გიორგი ბაქრაძე

„ოქროს სტანდარტის არსი იმაზე ბევრად რთულია, ვიდრე ერთი აბზაცი, მისი ისტორია კი გაცილებით უფრო გრძელი, ვიდრე ამ სტატიის ფორმატი გვაძლევს საშუალებას. თუმცა მათ, ვისაც ოქროს სტანდარტი პანაცეა ჰგონია, მისი სწორედ ასეთი, იდეალიზებული და კასტრირებული ვარიანტი აქვთ წარმოდგენილი. ნიშანდობლივია, რომ ეს ვარიანტიც კი არ იმუშავებს თანამედროვე მსოფლიოში ისე, როგორც მუშაობდა საუკუნე-ნახევრის წინ. ვნახოთ, რატომ.“

საგადასახადო კონსულტანტის როლი და მნიშვნელობა ბიზნესისთვის | ავტორი: ქეთი ღამბაშიძე

„დღეისთვის ჩამოყალიბებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მთავარი ბუღალტრისა და საგადასახადო კონსულტანტის როლი ბიზნესში ხშირად ერთნაირად აღიქმება და მეტიც, კომპანიაში საგადასახადო კონსულტანტის პოზიცია, ისევე როგორც ბევრ სხვა პოზიციასთან დაკავშირებული როლი და პასუხისმგებლობა, ხშირად მთავარი ბუღალტრის თანამდებობასთან არის შერწყმული… სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რა განსხვავებაა მთავარ ბუღალტერსა და საგადასახადო კონსულტანტს შორის და რა უპირატესობა აქვს ამ უკანასკნელთან დაკავშირებას.“

საშიში პოლიტიკური პროცესების მოლოდინში | ავტორი: გიორგი ცხადაია

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) აპრილში საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. ამ სტატიაში ვეცდები, კრიტიკულად მიმოვიხილო ის პოლიტიკური ტენდენციები, რომლებიც აღნიშნულ გამოკითხვაში იკვეთება; ვისაუბრებ კონკრეტული პოლიტიკური პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და მათი გადაჭრის საშუალებებზე.“

ინტერვიუ და პროფილი

ლიდერი ტექნოლოგიების სამყაროში | ავტორი: ნუნუკა ჭიღლაძე

გასულმა ორმა წელიწადმა გამორჩეული ლიდერშიპის მოთხოვნა წამოუყენა მსოფლიოს, მათ შორის ციფრულ და ფინანსურ სამყაროს. ამ პერიოდში, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერის, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიაში დიანა კიღურაძეა. რთულ დროსა და რეგიონში იგი ახერხებს, გადახდების ქსელი კიდევ უფრო ინოვაციური, საიმედო და უსაფრთხო გახადოს.

თიბისი ლიზინგი – 20 წელი ქართული ეკონომიკისთვის | ავტორი: ელენე ჩომახიძე

„თიბისი ლიზინგი დაარსების 20 წლის თავზე ბაზრის 80%-მდე ფლობს, 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება და ₾400 მილიონამდე მოცულობის პორტფელს განკარგავს. ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ ₾1 მილიარდამდე ინვესტიცია მოიზიდა, მეტწილად – უცხოეთიდან. მდგრადი ზრდის გეგმებზე გენერალური დირექტორი გაგა გოგუა, ფინანსური დირექტორი ნუგზარ ლოლაძე, კომერციული დირექტორი ზურაბ გუგუშვილი და რისკების მართვის დირექტორი გიორგი მაისურაძე გვესაუბრნენ.“

ინტელექტი ტექნოლოგიებში და ბიზნესსერვისების უწყვეტობა | ავტორი: ნაზი თაფლაძე

„ჯაბა შელიასა და გიორგი ალთუნაშვილის მიერ 2015 წელს დაფუძნებული კომპანია „ჯი-თი ჯგუფი“ დღეს IT-ინდუსტრიის ძლიერი მოთამაშეა. ახლა ის მსოფლიოს 50-მდე მაღალტექნოლოგიური მწარმოებლის პარტნიორია, მისი კლიენტთა სია კი სხვადასხვა სფეროს 200-ზე მეტ წარმატებულ ორგანიზაციას მოიცავს.“

ნდობით მოპოვებული ლიდერობის 30 წელი | ავტორი: დავით ცირამუა

საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი პირველი ქართულ ბაზარზე EY შემოვიდა. საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად დაწყებული წარმატებული საქმიანობის ისტორიას, პირველი ქართული IPO-ს ამბავსა და EY-ის სამომავლო გეგმებს კომპანიის მმართველი პარტნიორი, რუსლან ხოროშვილი და იურიდიული და საგადასახადო პრაქტიკის პარტნიორი, ტატო ჩანტლაძე გვიზიარებენ.

სტომატოლოგია, როგორც ხელოვნება | ავტორი: ელენე ჩომახიძე

„გოდერძი ნაკაშიძეს ჯერ კიდევ მეცხრე კლასში, კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში სტაჟირებისას გაუჩნდა სურვილი, კბილის კონსტრუქციებზე ემუშავა. ასე ჩაეყარა საფუძველო „როგოს“ – 300 დოლარის საწყისი კაპიტალით, 4 კვადრატული მეტრის ფართობის პირადი სტომატოლოგიური კაბინეტითა და, რაც მთავარია, სურვილით, საქართველოში შექმნილიყო სტომატოლოგიური შედევრები. მას ეს გამოუვიდა.“

კონსერვატორიის გამოწვევები | ავტორი: იზა გვარამაძე

ბოლო წლების განმავლობაში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ახალი ინსტრუმენტების საჭიროებასა და მათი ნაწილის განახლებასთან ერთად, საქართველოში პირველი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის დღის წესრიგში დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მაქსიმალური ინტეგრირება და ხარისხის არა მარტო შენარჩუნება, არამედ სრული თავსებადობის უზრუნველყოფა მოექცა. სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ნანა შარიქაძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს.

ანტი-UBER | ავტორი: იაინ მარტინი

„მაშინ როცა მგზავრობის გაზიარების მსოფლიოში წამყვანი ბიზნესი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა გლობალური დომინირების მოსაპოვებლად, მარკუს ვილიგი იმით იყო დაკავებული, რომ BOLT-ით საპირისპირო ეკეთებინა. მცირე ბიუჯეტზე მუშაობითა და აფრიკა-ევროპის მიერ უგულებელყოფილ ბაზრებზე ფოკუსირებით მან $8.4 მილიარდის ოპერაცია და $700 მილიონის ქონება შექმნა.“

პატარა ქალაქის გიგანტი | ავტორი: მეტ დუროტი

„ჯიმი რეინმა გადაიბარა დამუშავებული ხე-ტყის მცირე ბიზნესი და კომპანიის მთავარ მოთამაშედ გადასაქცევად თავისი შოუმენის ნიჭი მარკეტინგისთვის გამოიყენა. ეს „იელა ფელა“ ტიპი აბევილიდან ახლა ალაბამის ერთადერთი მილიარდერია, ხე-ტყის ბაზარი კი აღარასოდეს იქნება იგივე.“

კაცი, რომელმაც ზედმეტი გაიღო | ავტორები: ენჯელ ო-იანგი და დევიდ ჯინსი

„როდესაც Zappos-ის აღმასრულებელი დირექტორი ტონი შეი 46 წლის ასაკში, 2020 წელს, იდუმალი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა, FORBES-მა გამოავლინა, რომ ეს ნარკოტიკებთან იყო კავშირში. მაგრამ მისი თვითგანადგურების სპირალი თვეებით ადრე, მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც შეი პარკ-სიტიში, იუტის შტატში უტოპისტური საზოგადოების აშენებას ცდილობდა. Wonder Boy-დან ამ ექსკლუზიურ ამონარიდში ჩანს, როგორ უხდიდა სასოწარკვეთილი შეი მილიონობით დოლარს პირფერ თანაშემწეებს, რომლებსაც მისი ცხოვრების ბოლო კვირების განმავლობაში ის ბედნიერებით უნდა უზრუნველეყოთ.“

AI-ჯარის მობილიზება | ავტორი: კენრიკ ცაი

„ალექსანდერ ვანგი ცოტა ხნით გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითნაბადი მილიარდერი, აწვდიდა რა ხელოვნური ინტელექტის კომპანიებს იმას, რაც ყველა მათგანს სჭირდება: ადამიანებს. ასიათასობით. ახლა მისი $7.3 მილიარდის სტარტაპი მზადაა, ფული გაჭრას ყველაზე დიდ AI-ბუმზე, რაც კი აქამდე მომხდარა – თუ სხვა ვერ შეძლებს იმავეს უკეთ, ან უფრო იაფად გაკეთებას.“

ისტორია

პეტრას ციხე და ლაზურ-ბიზანტიური ეკონომიკური ურთიერთობები | ავტორი: ნიკა ხოფერია

პეტრას ციხე, რომელიც აჭარაში მდებარე გვიანანტიკურ ნაქალაქარ ციხისძირთანაა გაიგივებული, VI საუკუნეში, ლაზიკაში (ეგრისში) ბიზანტიის იმპერიის გავლენის სიმბოლოდ და დასაყრდენად აშენდა. მისი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევდა ბიზანტიელებს, რეგიონში ვაჭრობა ეკონტროლებინათ და, ეკონომიკის მონოპოლიზებით, მეტი შემოსავალი მიეღოთ იმპერატორ იუსტინიანეს ომების დიდი ხარჯების დასაფარად, მაგრამ ეს რეგიონში ახალი, მასშტაბური კონფლიქტის დამატებით მიზეზადაც გადაიქცა.