Forbes Georgia | 2025 წლის აპრილის ნომერი

Forbes Georgia | 2025 წლის აპრილის ნომერი

გამოვიდა Forbes Georgia-ს 2025 წლის აპრილის ნომერი, რომლის გარეკანზეც იხილავთ:

◾ ყდაზე | ფინტექი როგორც აწმყო | ავტორი: იზა გვარამაძე

მიხეილ ნონიკაშვილმა ევროკრედიტის CEO-ს პოსტი 2018 წლის ბოლოს დაიკავა და კომპანიის წარმატების გასაღებად ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია აირჩია. ამ მიდგომით საოპერაციო ეფექტიანობა გააუმჯობესა, რაც სესხების პორტფელის 67%-ით და წლიური მოგების მაჩვენებლის 53%-ით გაზრდაში დაეხმარა. ლიდერი სტრატეგიის ერთგული რჩება და სჯერა, რომ ის ევროკრედიტს სრულყოფილ ფინტექიზაციამდე მიიყვანს.

ნომერში ასევე წაიკითხავთ:

ფაქტი და კომენტარი

◾ ივანიშვილის ქონების შესახებ | ავტორი: შოთა დიღმელაშვილი

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ბიძინა ივანიშვილის ქონების უახლესმა განახლებამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. აღნიშნული განახლება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც Forbes-ს უშუალოდ ივანიშვილის ქონების მმართველმა მიაწოდა. მცდელობის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში, Forbes-ს არ ჰქონია წვდომა დამოუკიდებელ წყაროებზე აღნიშნული რიცხვების დასტურისა ან უარყოფისთვის.

წაიკითხეთ სრულად 

რეიტინგები

◾ მილიარდერთა სანაპირო | ავტორი: ჩეიზ პეტერსონ-უიტორნი

ტრამპ 2.0-ის გარიჟრაჟზე, პალმ-ბიჩი კვლავ ამერიკის პოლიტიკური სამყაროს ცენტრია. იხილეთ როკვარსკვლავები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, რომლებიც 45-ე და 47-ე პრეზიდენტის მეზობლები არიან.

◾ იყიდე, შეინახე, გაყიდე

თანამდებობის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, დონალდ ტრამპმა გამოუშვა მიმი მონეტა, კრიპტოვალუტა, რომელსაც არა აქვს განსაზღვრული ეკონომიკური მიზანი. ტრამპის მონეტა, ბუნებრივია, ცამდე ავარდა, მაგრამ ის, რაც მაღლა ადის, როდისღაც ქვევითაც ეშვება. 

◾ ტოპ-20: ყველაზე მოგებიანი მიკროსაფინანსოები

საქართველოში უხვად არის წარმოდგენილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც განვითარების დადებითი დინამიკა ახასიათებს. 2023 წლის მდგომარეობით, საფინანსო ბაზარზე 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. მათგან ორმა – კრისტალმა და მიკრო ბიზნეს კაპიტალმა – მიკრობანკის ლიცენზია მოიპოვა და ამ სტატუსით ქვეშ აგრძელებს ბაზარზე ოპერირებას. 

◾ რომელი სსიპ-ები ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს?

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) და სახელმწიფოს დაარსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) მუშაობენ. სსიპ-ები ძირითადად საქართველოს ცენტრალურ მთავრობას ემორჩილება, ა(ა)იპ-ები კი მრავლად არის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებშიც. ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი მუშაობს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში.

იხილეთ სრულად

ეკონომიკა

ტარიფები ამერიკის წინააღმდეგ მუშაობს | ავტორი: ეგნატე შამუგია

XX საუკუნის გამორჩეული ნობელიატი ეკონომისტი მილტონ ფრიდმანი თავის სატელევიზიო სერიაში – “თავისუფალი არჩევანი” – ფანქრის წარმოების ჯაჭვის განხილვით ცდილობს ახსნას, თუ როგორ უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზარი მსოფლიო მშვიდობასა და ჰარმონიას: “მსოფლიოში არ არსებობს ცალკეული ადამიანი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ფანქრის დამზადება”

◾ რატომ შემცირდა 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? | ავტორი: ბესო ნამჩავაძე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) სტატისტიკა საქართველოში დიდ ყურადღებას იქცევს. პოპულარულია მიდგომა, რომ თუ ინვესტიციები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შედეგიანია და პირიქით, თუ შემცირდა, რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. ინვესტიციების ზრდაში ან კლებაში იგულისხმება, თუ როგორ შეიცვალა ის გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, თუ გასულ წელს ინვესტიციები მაღალი არ იყო, წელს უფრო მარტივად მიღწევადია ზრდა და პირიქით, თუ გასულ წელს მაღალი იყო, მაშინ გაჭირდება მისი კიდევ მეტად ზრდა. გარდა ამისა, თუ ინვესტიციებს შინაარსობრივად არ დააკვირდები, მხოლოდ ზრდა/კლების შეფასება ხშირად ბევრს არაფერს ამბობს.

წაიკითხეთ სრულად

მოსაზრება

◾ ქართული პროტესტის 10 წელიწადი | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

2011-12 წლამდე ქართული საპროტესტო მოძრაობების უკან თითქმის ყოველთვის პოლიტიკური ელიტები იდგნენ და ის არ იყო დიფერენცირებული ცალკეულ ჯგუფებად. ამასთან, პროტესტი, ძირითადად, თან ახლდა საარჩევნო ციკლს და ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული.  ბოლო 10 წლის განმავლობაში პროტესტი გამრავალფეროვნდა. გამოიკვეთა სხვადასხვა სოციალური ჯგუფი, რომელთაც კონკრეტული ინტერესები აქვთ. იმატა მშრომელთა მოძრაობებმა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, სექსუალური უმცირესობების უფლებებისათვის ბრძოლამ და ა.შ.

წაიკითხეთ სრულად

◾ საქართველოს ხელისუფლებამ ავტოკრატიების სიაში გადაინაცვლა | ავტორი: გიორგი ცხადაია

ის, რომ საქართველოში გასული წლის განმავლობაში პოლიტიკური ვითარება არნახულად გაუარესდა, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. თუმცა ახალი რეალობის საერთაშორისო დონეზე აღიარებას დრო სჭირდება ხოლმე. გარკვეული პოლიტიკური მოვლენების მეცნიერულად გააზრება ემპირიული მონაცემების შეგროვებასა და მიღებული ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავებას მოითხოვს. შესაბამისად, იმ ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების შეფასებები, რომლებიც თავიანთ საქმეს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან, შედარებით იგვიანებს ხოლმე.

წაიკითხეთ სრულად 

◾ საპროტესტო აქციაზე დგომა ძვირი ჯდება | ავტორი: თამარ ქეცბაია 

ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებით საგანგაშო ტენდენცია იკვეთება – საქართველოში გამოხატვის თავისუფლება ოფიციალურად ფასიანი გახდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება საპროტესტო აქციის დროს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დემონსტრანტების მასობრივი დაჯარიმებაა. 

ინტერვიუ და პროფილი

◾ სააგენტო ახალი ეპოქისათვის

კრეატიული ინდუსტრიის ვეტერანებისათვის, სანდრო ციცქიშვილისა და გიორგი ტაბატაძისათვის ახალი სარეკლამო სააგენტოს, Supermarket-ის დაფუძნება მხოლოდ მორიგი კარიერული ნაბიჯი არაა — ეს პასუხია სისტემაზე, რომელსაც განახლება სჭირდება. თანადამფუძნებლებთან, ეკა ყიფიანთან და ვასკა ჩუბინიძესთან ერთად, მათ სააგენტოს ისეთი მოდელი შექმნეს, რომელიც შემოქმედებით ჯაჭვში ჩართული თითოეული რგოლის საჭიროებებს ითვალისწინებს.

წაიკითხეთ სრულად

◾ მონაცემთა ზღვის კაპიტნები | ავტორი: ანინა ტეფნაძე

სტარტაპ Datamind-ის თანადამფუძნებლებმა, რატი კუნჭულიამ და ვახო ბურჭულაძე-კალანდაძემ მათ მიერ შექმნილი მონაცემთა ინტეგრაციის უნივერსალური ძრავით საქართველოს საბანკო სექტორის თითქმის 70% აითვისეს. დღეს ისინი ახალი პროდუქტის, Data Unistream-ის გასაშვებად ემზადებიან, რომელიც გლობალური მასშტაბით ნებისმიერ სფეროში მოქმედ კომპანიას გაუადვილებს მონაცემებით გამყარებული გადაწყვეტილებების მიღებას.

მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი პარადიგმა | ავტორი: იზა გვარამაძე

2025 წლის იანვარში სელფი მობაილმა Vodafone Group-თან თანამშრომლობით ქართულ ტელეკომ-ბაზარზე პირველი ინოვაციური პროდუქტი – ლოიალობის პროგრამა დანერგა. პლატფორმას, რომელიც ბიზნესებს სელფის 1.3 მილიონი აბონენტისთვის საკუთარი პროდუქტებისა თუ სერვისების გაცნობის საშუალებას აძლევს, უკვე 30-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 150 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

◾ პოპულისტი კაპიტალისტი| ავტორი: მეტ კრეიგი

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უაიტმა შერეული საბრძოლო ხელოვნება, ანუ MMA, გლობალურ ფენომენად აქცია, რამაც, თავის მხრივ, UFC აქცია ბეჰემოთად, რომელმაც შარშან დაახლოებით $1.3 მილიარდის შემოსავალი გამოიმუშავა, განსაცვიფრებელი, თითქმის 60%-იანი მარჟებით (Ebitda). ამ გზაზე ის უფრო ცნობილი გახდა, ვიდრე ნებისმიერი მებრძოლი, ვისაც კი მის ოქტაგონში შეუბიჯებია, და დააგროვა ქონება, რომელიც, Forbes-ის შეფასებით, $600 მილიონს აღემატება. ხალხი ყოველთვის მეკითხება: “როდისმე წარმოიდგენდით ამას? ოდესმე იფიქრებდით, რომ ეს ასე გაიზრდებოდა?” – ეუბნება უაიტი Forbes-ს. და პასუხი ყოველთვის არის – დიახ.

წაიკითხეთ სრულად

რეპორტაჟი

სად მთავრდება რეალობა და იწყება ქართული ოცნება? | ავტორი: კახი ჩაკვეტაძე

საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია ხუთი თვეა ბოიკოტს უცხადებს, მიმდინარე წელის თებერვალში მმართველმა პარტიამ მედიის რეგულირების გამკაცრებაზე ორიენტირებული კანონპროექტი დააინიციირა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ინიციატივა ე.წ. “ბრიტანული მოდელის” შესაბამისად მომზადდა და მიზნად ისახავს მედიის ობიექტურობისა და ეთიკური სტანდარტების გაუმჯობესებას. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის უფლებადამცველები ამ ნაბიჯს სიტყვისა და პრესის თავისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელებად და დამოუკიდებელი მედიის დასუსტების მცდელობად მიიჩნევენ.

წაიკითხეთ სრულად

FARA თუ ფარსი? | ავტორი: იზა გვარამაძე

საქართველოს პარლამენტმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონი საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ, აგენტებად რეგისტრაციას და, ფინანსურ წყაროებთან ერთად, პირადი ინფორმაციის გაზიარებას ავალდებულებს. მმართველი პარტია კანონს ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგად სახავს, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ ამის საფუძველს მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარებული არჩევნების გამო ოპოზიციის მიერ ბოიკოტირებული პარლამენტის მხრიდან გატარებული რეპრესიული ზომები აძლევს. 

წაიკითხეთ სრულად

◾ ნერონი, ქრისტიანები და რომის დიდი ხანძარი | ავტორი: ნიკა ხოფერია

რომის იმპერიის დიდებული დედაქალაქი ხშირად გამხდარა ცეცხლის მსხვერპლი. ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ნერონის დროს მომხდარი ხანძარია, რომელიც როგორც თანადროულ, ისე თანამედროვე ისტორიკოსების, რელიგიის მკვლევართა და შეთქმულების თეორიების მოყცარულთა ინტერესის არეალში მოექცა. ვინ იყო ხანძარში დამნაშავე, როდის გამოჩნდნენ ქრისტიანები რომში და რა გეგმები ჰქონდა იმპერატორს?