Forbes: მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები

Forbes: მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები და ავიაკომპანიები

ფოტო: elevatejet.com

 

Forbes Travel Guide-მა 2026 წლის Verified Air Travel Awards-ის გამარჯვებულები გამოავლინა. რეიტინგი იმ ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს აერთიანებს, რომლებიც მგზავრებს მომსახურების მაღალ ხარისხს, კომფორტსა და გამორჩეულ გამოცდილებას სთავაზობენ. წლევანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო აეროპორტები და ავიახაზები ჯამში 18 კატეგორიაში გამოვლინდა, მათგან ყველაზე მეტი, ექვსი ჯილდო კი, Delta Air Lines-მა მიიღო.

ამერიკული Forbes-ი ზედიზედ უკვე მესამე წელია, Verified Air Travel Awards-ის საშუალებით, მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებისა და ავიაკომპანიების სიას გვთავაზობს. 2026 წლის შეფასებით, Delta Air Lines-ი ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ავიაკომპანიად, ასევე აშშ-ის საუკეთესო პირველი კლასის კატეგორიის ავიაკომპანიად დასახელდა. საუკეთესო საერთაშორისო ავიახაზებად ისევ Emirates-ი აირჩიეს.

გასული წლის მსგავსად, საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტად Singapore Changi Airport-ი დასახელდა, რომელიც შიდა სივრცეში განთავსებული ჩანჩქერითაც ცნობილია. ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო აეროპორტის ტიტული კვლავ Singapore Changi Airport-ს ეკუთვნის.

წლის ინოვაციის ჯილდო გადაეცა Air New Zealand-ს — ავიაკომპანიამ ეკონომკლასის მგზავრებისთვის გასაშლელი სავარძლების დამატებისთვის, რომლებიც საწოლის მსგავს მდგომარეობაში გადადის, ინდუსტრიაში ახალი სტანდარტის დანერგვა სცადა.

წლევანდელი დაჯილდოების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრემიუმმომსახურების განვითარებასაც. მაგალითად, ბიზნესკლასში რამდენიმე ავიაკომპანიამ ახალი საფასო კატეგორიებიც დანერგა, ნაწილმა კი პირველი კლასის ლუქსები დახვეწა და, შესაბამისად, მსგავრებსაც უფრო მეტი კომფორტი შეუქმნა.

ცნობისთვის, თითოეული კატეგორიისთვის ფინალისტები FTG-ის სპეციალურმა კომიტეტმა შეარჩია. გამარჯვებულები სტუმარმასპინძლობის სფეროს 9,000-ზე მეტი ექსპერტის დახურული გამოკითხვის საფუძველზე შეირჩნენ. შედეგები Forbes Travel Guide-მა გადაამოწმა და დაადასტურა.

ორგანიზაციის განმარტებით, შედეგების სანდოობა ექსპერტებმა გადაამოწმეს. Forbes Travel Guide 68-წლიანი ისტორიის მქონე შეფასების სისტემით არის ცნობილი, რომლის ფარგლებშიც სასტუმროები, რესტორნები, სპა-ცენტრები და საკრუიზო გემები ფარული ინსპექტირების საფუძველზე ფასდება.

Forbes Travel Guide-ის წლევანდელი გამარჯვებულების სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო საერთაშორისო ავიახაზები: Emirates

აშშ-ის საუკეთესო ავიახაზები: Delta Air Lines

საუკეთესო მცირე ზომის ავიახაზები: JSX

საუკეთესო საერთაშორისო აეროპორტი: Singapore Changi Airport

აშშ-ის საუკეთესო აეროპორტი: LaGuardia Airport

საუკეთესო პირველი კლასი (საერთაშორისო): Emirates-ის პირველი კლასი Boeing 777-300ER-ზე

საუკეთესო პირველი კლასი (აშშ): Delta Air Lines A321neo-ს პირველი კლასი

საუკეთესო ბიზნესკლასი (საერთაშორისო): Qatar Airways Qsuites

საუკეთესო ბიზნესკლასი (აშშ): Delta One

აეროპორტის საუკეთესო დახურული ლაუნჯი: Louis Vuitton Lounge by Yannick Alléno, Hamad International Airport

საუკეთესო ლაუნჯი (საერთაშორისო): Emirates First Class Lounge, Dubai

საუკეთესო ლაუნჯი (აშშ): Delta One Lounge, JFK Airport

აეროპორტის საუკეთესო სასადილო: Singapore Changi Airport

საუკეთესო სამზარეულო ფრენისას: Air France and Daniel Boulud

წლის ინოვაცია: Air New Zealand’s Economy, Skynest-ის სავარძლები

ლოიალობის საუკეთესო პროგრამა: Delta Air Lines SkyMiles

საუკეთესო კერძო აეროპორტის გამოცდილება: The Windsor by Heathrow, London, LHR

ავიაკომპანიების საუკეთესო აპლიკაცია: Delta Air Lines Fly Delta