გაერო: მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი წელს გადაუსწრებს

გაერო: მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი წელს გადაუსწრებს

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათ შორის განმასხვავებელი მხოლოდ 2.9 მილიონი იქნება. თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ცხადყოფს, რომ ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაშორება გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, ინდოეთის მაღალი შობადობითა და ჩინეთში მოსახლეობის დაბერებითაა განპირობებული.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური მოსახლეობს რაოდენობა 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2100 წელს კი – 10.4 მილიარდს.