ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებს მასპინძლობს

ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებს მასპინძლობს

ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ. შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი „იმერეთის” სამგანზომილებიან მაკეტს.

მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე.

*მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის.

მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე.

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას. S