საქართველოში ავეჯის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, Comforter-ი, რომელიც ევროპულ ხარისხსა და მომხმარებელზე მორგებულ გამოცდილებასთან ერთად ევროპული კომპანიების მრავალფეროვან ასორტიმენტს აერთიანებს, მომხმარებელს განახლებული შოურუმითა და ახალი გეგმებით უბრუნდება.
24 აპრილს Comforter-ის შოურუმში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ობიექტის მუშაობა დროებით შეჩერდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სივრცე, რომელშიც წლების შრომა, გამოცდილება და ემოცია იყო ჩადებული.
მიუხედავად კრიზისისა, კომპანიამ ოპერაციული პროცესების სრულად გაჩერებაზე უარი თქვა. ავეჯის შეკვეთა, ჩამოტანა და მიწოდება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, პარალელურად კი გუნდი აღდგენით სამუშაოებზე გადავიდა.
მომდევნო რვა დღის განმავლობაში, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში მუშაობის შედეგად, აღდგა არა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, არამედ განახლდა ის გამოცდილებაც, რომელსაც ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს.

„რამდენიმე დღით ადრე ვფიქრობდით ახალ გეგმებზე, განვითარებაზე და კიდევ უფრო საინტერესო გარემოს შექმნაზე, თუმცა ერთ დღეში რეალობა სრულიად შეიცვალა. მიუხედავად ამისა, სწორედ ასეთ დროს ჩანს, რამდენად ძლიერი გუნდია ბრენდის უკან. ამ პროცესმა კიდევ უფრო გაგვაერთიანა და გვაჩვენა, რომ ერთად ბევრად მეტი შეგვიძლია,“ – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO, ზურაბ მოსახლიშვილი.
აღდგენა მხოლოდ დაზიანებული სივრცის განახლებას არ გულისხმობდა. ეს ეტაპი, გარკვეულწილად, გადაფასების პროცესადაც იქცა, რის შედეგადაც, განახლდა შოურუმი, ბრენდის ხედვა და გამრავალფეროვანდა შეთავაზებებიც.

მართალია, Comforter-ის მაღაზიათა ქსელში დღეს 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორის 15 000-მდე სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი, მაგრამ კომპანია ახლა სრულიად ახალ კოლექციებზეც მუშაობს და ამატებს რამდენიმე ისეთ ექსკლუზიურ ევროპელ პარტნიორს, რომელთა პროდუქციაც ქართულ ბაზრისთვის სიახლე იქნება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Comforter-ი ყოველთვის ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ავეჯთან, არამედ თანამედროვე დიზაინთან, ხარისხთან და განსხვავებულ გამოცდილებასთან,“ – გვიხსნის კომპანიის თანადამფუძნებელი, გუგა სოხაძე.

ხანძრის შემდეგ მომხმარებლის მხარდაჭერა მთავარი მოტივაცია აღმოჩნდა. ეს იყო ერთ-ერთი განმაპირობებელიც იმისა, რომ განახლებულიყო არჩევანი, მომხმარებლებს კი ინტერიერის თანამედროვე მიმართულებები თუ გაუმჯობესებული სერვისი დახვედროდათ.
„იმდენი თბილი შეტყობინება და მხარდაჭერა მივიღეთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით — Comforter-ი უბრალოდ ავეჯის ბრენდი აღარ არის. ამიტომ, დაბრუნების შემდეგ, გვინდა მომხმარებლებს კიდევ უფრო განახლებული და საინტერესო შეთავაზებები დავახვედროთ,“ – ამბობს ბრენდის ხელმძღვანელი, მარიამ მოსახლიშვილი.

აღდგენის პარალელურად, ბრენდს განვითარების ამბიციური გეგმებიც აქვს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც Comforter-ის საერთაშორისო გაფართოებით ინტერესდებიან.
„გვინდა, რომ ქართული ბრენდი, რომელიც მეგობრებმა სიყვარულით და შრომით შექმნეს, საერთაშორისო ბაზარზეც ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,“ – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, ტატო ნორაკიძე.

განახლებული შოურუმის გახსნას კომპანია სპეციალური შეთავაზებითაც ხვდება — 11-დან 18 მაისის ჩათვლით მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 30%-იანი ფასდაკლება დახვდებათ. აქცია ვრცელდება ავეჯის ყველა კატეგორიაზე და მოიცავს როგორც არსებულ, ისე ახალ კოლექციებს.
კრიზისულ პერიოდში Comforter-მა შეძლო, განვითარებულიყო და სირთულე გუნდური მუშაობით დაეძლია, რის შედეგადაც, კომპანია უფრო ძლიერი დაბრუნდა, განაახლა ხედვა და ახალ ეტაპზე განვითარებას ახალი გეგმებით განაგრძობს, მაგრამ ინარჩუნებს მთავარ მიზანს — მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებით.











