გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული ერთი კვირა კულტურის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეებით იყო გამორჩეული. გამოვლინდნენ 2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს გამარჯვებულები. პარალელურად კი, ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

გარდა აღნიშნულისა, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის მიერ შეგროვებულ ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების კოლექციას, რომელიც $1 მილიარდადაა შეფასებული, ამ შემოდგომაზე Christie’s-ის აუქციონზე გაიტანენ.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს – საშინელებათა ჟანრის ფილმის, „The Invitation“-ის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $6.8 მილიონს გადააჭარბა; ამერიკელმა მსახიობმა ბენ აფლეკმა კი ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

მოცემულ ბლოგში გასული ერთი კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარი ამ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალურად მოგითხრობთ.

2022 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები ცნობილია

2022 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების ჯილდოს გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. აღსანიშნავია, რომ წელს საუკეთესოები 22 გენდერულად გაუმიჯნავ კატეგორიაში გამოავლინეს. მათ შორის იყო ორი ახალი კატეგორია – საუკეთესო ხანგრძლივი ვიდეოკლიპი და საუკეთესო შესრულება მეტავერსში.

MTV-ის დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს, ნიუ-ჯერსიში გაიმართა. ძირითადი კატეგორიების ნომინანტებისა და გამარჯვებულების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

წლის საუკეთესო ვიდეოკლიპი
  • Doja Cat – „Woman“
  • დრეიკი Future & Young Thug – „Way 2 Sexy“
  • ედ შირანი – „Shivers“
  • ჰარი სტაილზი – „As It Was“
  • Lil Nas X, ჯეკ ჰარლოუ – „INDUSTRY BABY“
  • ოლივია როდრიგო – „brutal“
  • ტეილორ სვიფტი All Too Well (10 Minute Version) (Taylors Version) – გამარჯვებული
წლის საუკეთესო შემსრულებელი
  • Bad Bunny – გამარჯვებული
  • დრეიკი
  • ედ შირანი
  • ჰარი სტაილზი
  • ჯეკ ჰარლოუ
  • Lil Nas X
  • Lizzo
წლის საუკეთესო სიმღერა
  • ადელი – „Easy On Me“
  • ბილი აილიში – „Happier Than Ever“ – გამარჯვებული
  • Doja Cat – „Woman“
  • ელტონ ჯონი & დუა ლიპა – „Cold Heart (PNAU Remix)“
  • Lizzo – „About Damn Time“
  • The Kid LAROI & ჯასტინ ბიბერი – „STAY“
საუკეთესო ახალბედა შემსრულებელი
  • Baby Keem
  • დოვ კამერონი – გამარჯვებული
  • GAYLE
  • Latto
  • Måneskin
  • SEVENTEEN
საუკეთესო პოპსიმღერა
  • ბილი აილიში – „Happier Than Ever“
  • Doja Cat – „Woman“
  • ედ შირანი – „Shivers“
  • ჰარი სტაილზი – „As It Was“ – გამარჯვებული
  • Lizzo – „About Damn Time“
  • ოლივია როდრიგო – „traitor“
საუკეთესო ჰიპჰოპ სიმღერა
  • ემინემი & Snoop Dogg – „From The D 2 The LBC“
  • Future ft. დრეიკი, Tems – „WAIT FOR U“
  • კენდრიკ ლამარი – „N95“
  • Latto – „Big Energy“
  • ნიკი მინაჟი Lil Baby Do We Have A Problem? – გამარჯვებული
  • Pusha T – „Diet Coke“
საუკეთესო როკსიმღერა
  • Foo Fighters – „Love Dies Young“
  • ჯეკ უაიტი – „Taking Me Back“
  • Muse – „Won’t Stand Down“
  • Red Hot Chili Peppers – „Black Summer“ – გამარჯვებული
  • Shinedown – „Planet Zero“
  • Three Days Grace – „So Called Life“
საუკეთესო პერფორმანსი მეტავერსში
  • BLACKPINK The Virtual | PUBG – გამარჯვებული
  • BTS | Minecraft
  • Charli XCX | Roblox
  • ჯასტინ ბიბერი – An Interactive Virtual Experience | Wave
  • Rift Tour ft. არიანა გრანდე | Fortnite
  • Twenty One Pilots Concert Experience | Roblox
პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების $1-მილიარდიანი კოლექცია Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდება

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის მიერ შეგროვებულ ფერწერული ტილოებისა და ქანდაკებების კოლექციას ამ შემოდგომაზე Christie’s-ის აუქციონზე გაიტანენ. სააუქციონო სახლის შეფასებით, შესაძლოა, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილმა თანხამ, საერთო ჯამში, 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

ცოტა ხნის წინ Christie’s-მა განაცხადა, რომ პოლ ალენის მიერ შეგროვებული მინიმუმ 150 ნამუშევრის გაყიდვის უფლება მოიპოვა. წინასწარი შეფასებით, ახლა ეს აუქციონზე გატანილი ხელოვნების ნიმუშების ყველაზე ძვირად ღირებული კოლექციაა. სავარაუდოდ, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა გადააჭარბებს უძრავი ქონების დეველოპერის, ჰარი მაკლოუსა და მისი ყოფილი ცოლის, ლინდა მაკლოუს ხელოვნების ნიმუშების კოლექციის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს. შეგახსენებთ, ის მიმდინარე წლის დასაწყისში 922 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფოტო: EVAN MCGLINN/The New York Times

სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, გასაყიდად გამოტანილ პოლ ალენის კოლექციაში შევა: ჯასპერ ჯონსის მიერ 1960 წელს შესრულებული ნამუშევარი „Small False Start“, რომელიც, სავარაუდოდ, სულ მცირე $50 მილიონად გაიყიდება და პოლ სეზანის მიერ 1888-90 წლებში შესრულებული პეიზაჟი „La Montagne Sainte-Victoire“, რომლის გაყიდვასაც სააუქციონო სახლი $100 მილიონად იმედოვნებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სეზანის ზემოხსენებულ ნამუშევარში 2001 წელს აუქციონზე 39 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.

როგორც ირკვევა, პოლ ალენის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის თანადამფუძნებელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში 2 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო ბიოსამედიცინო კვლევებისთვის, კულტურის სფეროს მხარდასაჭერად, გარემოსდაცვითი მიმართულებითა და უსახლკაროებისთვის.

პოლ ალენი 2018 წლის 15 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზელენსკიმ დემნა გვასალია უკრაინის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიიდან გახდა ცნობილი.

ჩამონათვალში ის პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ ხელოვანები არიან დასახელებულნი, რომელთაც უკრაინის დასახმარებლად გაწეული ღვაწლისთვის ზელენსკი სახელმწიფო ორდენს გადასცემს.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, სიაში შემავალ პირებს ორდენი უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის გადაეცემათ.

ფოტო: nssmag.com

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყანას მხარდაჭერასა და თანადგომას ღიად უცხადებს. აღსანიშნავია, რომ მარტში გამართული ჩვენება დემნამ სწორედ უკრაინას მიუძღვნა.

ცოტა ხნის წინ კი ქართველი დიზაინერი უკრაინის დასახმარებლად შექმნილი საქველმოქმედო პლატფორმა United24-ის ელჩი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დემნა გვასალია ღირსების მედლით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა.

ფილმმა „The Invitation“ საშინაო დებიუტისას თითქმის $7-მილიონიანი შემოსავალი მიიღო

საშინელებათა ჟანრის ფილმის, „The Invitation“-ის მიერ საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $6.8 მილიონს გადააჭარბა. მონაცემები გასულ პარასკევს, შაბათსა და კვირას აშშ-სა და კანადაში არსებულ 3114 კინოთეატრის სალაროში გაყიდული ბილეთების მიხედვითაა დათვლილი.

ბოლო მონაცემებით, „The Invitation“-ის გლობალური შემოსავალი 9.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მისი დიდი ნაწილი, 8.1 მილიონი აშშ დოლარი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის. თუმცა, ჯერჯერობით, ფილმის გამოსვლიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული.

აღსანიშნავია, რომ „The Invitation“-ის ბიუჯეტი სულ რაღაც 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მისი შემოსავალი არც ისე იმედგამაცრუებლად გამოიყურება.

ზოგადად, გასული უიკენდი ფილმებისთვის არც ისე შემოსავლიანი აღმოჩნდა – კინოთეატრის სალაროებში ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა თანხამ დაახლოებით 52.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბენ აფლეკმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი $30 მილიონად გაყიდა

ამერიკელმა მსახიობმა, კინორეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარის ავტორმა, ბენ აფლეკმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლი დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა. ძვირად ღირებული უძრავი ქონების ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

სახლი 1254 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. მასში შვიდი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, სპორტული დარბაზი და სპაა განთავსებული. სახლის ეზოში კი საცურაო აუზი და სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახებია განლაგებული.

აღსანიშნავია, რომ ბენ აფლეკმა სახლი 2018 წელს, ყოფილ ცოლთან, ასევე მსახიობ ჯენიფერ გარნერთან განშორების შემდეგ შეიძინა. აფლეკმა უძრავ ქონებაში $19.2 მილიონი გადაიხადა.

ფოტო: Clint Brewer Photography / BACKGRID

მსახიობმა უძრავი ქონების გაყიდვის გადაწყვეტილება ჯენიფერ ლოპესზე დაქორწინებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღო. როგორც მედიაში იწერება, ბენ აფლეკი ცოლთან ერთად საცხოვრებლად გადასვლას ასევე ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში გეგმავს, რომელსაც ამჟამად რემონტი უტარდება.

მანამდე კი, TMZ-ის ინფორმაციით, წყვილს ავსტრალიელი მილიარდერის, ჯეიმს პარკერის ბევერლი-ჰილზში მდებარე $60 მილიონად შეფასებული საცხოვრებელი კომპლექსი აქვს ნაქირავები.

Forbes-მა აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა

მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესგამოცემამ, ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩამონათვალის შედგენისას, გამოცემა დაეყრდნო, როგორც უკუგებას ინვესტიციაზე, ასევე სტუდენტების შედეგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვან ფაქტორებს შორისაა უნივერსიტეტის დროული დამთავრების მაჩვენებელი, ხელფასისა და ვალდებულებების თანაფარდობა და დასაქმების მაჩვენებელი.

წარმოგიდგენთ, Forbes-ის მიერ შედგენილი რეიტინგის პირველ ოცეულს:

ადგილი #1: Massachusetts Institute of Technology

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $53,162

ადგილი #2: Stanford University

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $54,547

ადგილი #3: University of California, Berkeley

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $18,831

ადგილი #4: Princeton University

შტატი: ნიუ-ჯერსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $55,465

ადგილი #5: Columbia University

შტატი: ნიუ-იორკი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $57,642

ადგილი #6: University of California, Los Angeles

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $15,461

ადგილი #7: Williams College

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $53,164

ადგილი #8: Yale University

შტატი: კონექტიკუტი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $59,134

ადგილი #9: Duke University

შტატი: ჩრდილოეთ კაროლინა
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $50,914

ადგილი #10: University of Pennsylvania

შტატი: პენსილვანია
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $54,019

ადგილი #11: Northwestern University

შტატი: ილინოისი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $50,310

ადგილი #12: Rice University

შტატი: ტეხასი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,887

ადგილი #13: Vanderbilt University

შტატი: ტენესი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,344

ადგილი #14Dartmouth College

შტატი: ნიუ-ჰემფშირი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $52,627

ადგილი #15: Harvard University

შტატი: მასაჩუსეტსი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $57,877

ადგილი #16: Cornell University

შტატი: ნიუ-იორკი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $47,644

ადგილი #17: University of California, San Diego

შტატი: კალიფორნია
ორგანიზაციის ტიპი: საჯარო
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $18,530

ადგილი #18: Johns Hopkins University

შტატი: მერილენდი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $48,768

ადგილი #19: Brown University

შტატი: როდ-აილენდი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $49,831

ადგილი #20: University of Chicago

შტატი: ილინოისი
ორგანიზაციის ტიპი: კერძო, არაკომერციული
დაფინანსების საშუალო მოცულობა: $44,947

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.