გერმანია მცურავი LNG-ტერმინალების იჯარით ასაღებად €3 მილიარდს გამოყოფს

გერმანია მცურავი LNG-ტერმინალების იჯარით ასაღებად €3 მილიარდს გამოყოფს

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტისთვის მცურავი ტერმინალების იჯარით ასაღებად თითქმის €3 მილიარდს დახარჯავს. ევროპა, განსაკუთრებით კი გერმანია, რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად სწორედ თხევად ბუნებრივ აირს განიხილავს.

თხევადი გაზის იმპორტს გემების საშუალებით დაახლოებით ოცი ქვეყანა ახორციელებს. წამყვან მომწოდებლებს შორის ავსტრალია, კატარი და შეერთებული შტატები არიან. თხევად მდგომარეობაში, ნაკლები სივრცის დასაკავებლად, LNG ჩამოსვლისას გასანაწილებლად რეგაზიფიცირებულია. მოძრავი ტერმინალები, რომლებიც მცურავი საცავის რეგაზიფიკაციის ერთეულების სახელითაა ცნობილი, ტანკერით გადატანილი LNG-ის გაზად გარდაქმნის და მილსადენის ქსელში ჩართვის საშუალებას იძლევა.

გასულ წელს გერმანიის გაზის იმპორტის 55% რუსეთიდან განხორციელდა, თუმცა 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის წილი 40%-მდე შემცირდა, რაც ნიდერლანდებიდან და ნორვეგიიდან იმპორტის ზრდამ განაპირობა. ამჟამად გერმანიას იმპორტირებული LNG-ის გადასამუშავებლად ხმელეთზე ტერმინალი არა აქვს და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არსებულ ტერმინალებზეა დამოკიდებული, რაც მის იმპორტის შესაძლებლობებს ამცირებს.

საერთო ჯამში, რუსეთზე ევროკავშირის გაზის იმპორტის 45% მოდის. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ბლოკი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. სანქციების შემდგომ ეტაპზე შესაძლოა, რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხიც იქნას განხილული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *