GITA-ს 100,000-ლარიანი გრანტის პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

GITA-ს 100,000-ლარიანი გრანტის პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა. GITA-მ, მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, რიგით მეშვიდე თანადაფინანსების გრანტების პროგრამა ჩაატარა. გამარჯვებულები მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა. თანადაფინანსების მისაღებად განაცხადი ჯამში 246-მა სტარტაპმა წარადგინა.

GITA-ს გამარჯვებული სტარტაპები არიან:

  • Temi Cloud – პროფესიულ ჯგუფებს და კომპანიებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება.
  • Ganage – დაზღვევის დემოკრატიზაცია.
  • Plamood – სპორტული სოციალური მედიის ქსელი ვებსაიტსა და მობილურზე. აპლიკაცია სპორტსმენისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს გვთავაზობს.
  • Brains – Academic Olympiads 2.0 – უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებს აკადემიური ოლიმპიადებით, სადაც, ცოდნის შეფასებასთან ერთად, მოსწავლეები მიიღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ უკუკავშირსა და რეკომენდაციებს განსავითარებლად.
  • Online rehabilitation centre “dayone” – ლუდომანიის (თამაშდამოკიდებულება) პრევენცია/რეაბილიტაცია.
  • Vetapp – შინაური ცხოველების ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირება.
  • Crosscreators – პროექტის მიზანია აუგმენტური რეალობის კრეატორებისა და ბრენდების დამაკავშირებელი „მარკეტფლეისის“ შექმნა.
  • Pro Major – პროექტის მიზანია სასმელისა და ფხვნილის სახით, მაღალი ცილის შემცველი ახალი თაობის უნიკალური პროტეინ-დანამატის შექმნა (მსოფლიო ანალოგი არ არსებობს).
  • Areal Guide – მუზეუმებისთვის ციფრული გიდის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნა.
  • Rentech – ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ტექნიკა.
  • Wrapstocks – ინოვაციური ფინტექ-სტარტაპი. საცალო ინვესტორებს, დაბალი ტრანზაქციის საკომისიოს გადახდით ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების საშუალებით, აქციების შეძენის საშუალებას აძლევს.
  • Goodleads – „ჭკვიანი“ CRM ასისტენტით უძრავი ქონების კომპანიების გაყიდვების გაზრდა.
  • Ensofy – Voice-AI-ის ტექნოლოგიის გამოყენებით, დეპრესიის სკრინინგისა და მონიტორინგის ინსტრუმენტის შექმნა.
  • Sumply Shop – ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის გამარტივებული ონლაინმაღაზია.
  • Ambry – სტარტაპის სლოგანი: „გავხადოთ კრიპტოსამყარო სანდო და უსაფრთხო“.
  • Theneo – პროექტის მიზანია, დეველოპერებმა და მცირე/საშუალო კომპანიებმა სწრაფად და მინიმალური ხარჯებით შეძლონ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციების გენერირება.
  • Kroudi – სრულად მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ ჯგუფურად შეძენის აპლიკაცია. გამყიდველების მიერ დაწესებული შეკვეთის მინიმალური რაოდენობის მიღწევისა და ლოგისტიკური ხარჯების დაზოგვის მიზნით, მომხმარებელთა ჯგუფი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რის შეძენა სურს.
  • WEBHR.GE – კომპანიებისთვის ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გამარტივება მათი გაციფრულების გზით.
  • Role playing video game “The way of Wrath” – პირველი ქართული ფართომასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშის შექმნა და გლობალურ ბაზარზე გატანა.
  • Thermonorth – ტრიბოლოგიაში გარღვევის გამოყენებით, გამონაბოლქვისა და წიაღისეული საწვავის ტრანსპორტსა და ენერგიის გამომუშავებაში მოხმარების 5%-მდე შემცირება.

შეგახსენებთ, რომ GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი ეტაპის განმავლობაში უკვე დაფინანსებულია 115 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროექტების შემუშავება, კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *