GITA-ს მიერ დაფინანსებული სტარტაპების მოზიდული ინვესტიციები ჯამში 150 მლნ ლარს აღემატება

GITA-ს მიერ დაფინანსებული სტარტაპების მოზიდული ინვესტიციები ჯამში 150 მლნ ლარს აღემატება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებული სტარტაპების მიერ მოზიდული ქართული და უცხოური ინვესტიციები ჯამში 150 მილიონ ლარს აღემატება.

ცნობისთვის, 2014 წლიდან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებიდან დღემდე, 300-მდე სტარტაპზე ჯამურად 9 028 664 ლარი გაიცა.

როგორც Forbes Georgia-ს GITA-ში განუცხადეს, ინვესტიციების მოცულობისა და მოგების მიხედვით ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპი არის  Pulsar AI, რომელიც ცოტა ხნის წინ გლობალურ ბაზარზე გაიყიდა. ის ავტოინდუსტრიაში ი ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ, SpinCar-მა იყიდა.

როგორც GITA-ში აცხადებენ, Pulsar-ის ავტომატური კომუნიკაციის SpinCar-ის ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან ინტეგრირების გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ონლაინგაყიდვებში ხელს მეტი მომხმარებლის ჩართვას შეუწყობს. Pulsar-ი პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი გახდა, რომელმაც წარმატებული გლობალური “Exit”-ი მოახერხა.

წარმატებულ სტარტაპებს შორის ასევე არიან Agrolabs-ი, Payze-ი, Cardeal-ი, Phubber App-ი და Stack-ი, – მათ ყველაზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო 100 000-ლარიან თანადაფინანსების საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ აცხადებს და თითო კონკურსზე დაახლოებით 20 გამარჯვებულს გამოავლენს.

GITA-მ 2021 წლის საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება უკვე მეორედ გამოაცხადა და ის ახლაც მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.