GM თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

GM თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს

ავტომობილების მწარმოებელმა მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ, General Motors-მა თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. სამსახურის დატოვება 500-მდე მაღალი თანამდებობის პირს მოუწევს, მათ შორის, მენეჯერებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, თანამშრომლების რაოდენობის შემცირების მთავარი მიზანი ხარჯების შემცირება და ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაა. გასული 2022 წელი კომპანიისთვის ნამდვილად არასახარბიელო აღმოჩნდა, GM-ის აქციების ღირებულება კი საფონდო ბირჟაზე თითქმის 13%-ითაა შემცირებული, რის გამოც ინვესტორები მოითხოვენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ ხარჯები შეამციროს.

საერთო ჯამში, 2022 წელს GM-მა 157 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, მოგებამ კი თითქმის $10 მილიარდი შეადგინა. მოგების მარჟა წინა წელთან შედარებით 20%-ითაა შემცირებული, რაც სწორედ საოპერაციო ხარჯების ზრდამ განაპირობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *