UNFPA და AVON-საქართველო თანამშრომლობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით აგრძელებენ

UNFPA და AVON-საქართველო თანამშრომლობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით აგრძელებენ

2023 წლის 17 თებერვალს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც  ხელი მოაწერეს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ დირექტორმა ანა ცხადაძემ.

თანამშრომლობის ფარგლებში UNFPA და „ეივონ საქართველო“ იწყებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ახალ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს სახსრების მოზიდვას ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილების დასახმარებლად.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთწლიან თანამშრომლობას, რომლის განმავლობაში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების თავშესაფარში  სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური დახმარება, თავშესაფრის საყოფაცხოვრებო ნივთებით აღჭურვა და ა.შ. კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური ჩართულობის გაზრდას ხსენებული საკითხის ირგვლივ.

საერთაშორისო კომპანია “ეივონი”, რომელიც საქართველოს ბაზარზე წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს ათ წელზე მეტია ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს ქალების სხვადასხვა საჭიროებების უზრუნველსაყოფად. კომპანიის ბიზნეს მოდელი თავის თავში გულისხმობს ქალების გაძლიერებას და მათი ფინანსური დამოუკიდებლობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ 10 წლის წინ დააარსა „ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი“ რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს, 2020 წელს კი სწორედ UNFPA-სთან ერთად საფუძველი ჩაუყარა მორიგ საქველმოქმედო მიმართულებას გენდერულ საკითხებზე სამუშაოდ.

მიმდინარე კამპანიის ფარგლებში „ეივონ საქართველომ“ თებერვლიდან გაყიდვაში ჩაუშვა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით წარმოებული კოსმეტიკური პროდუქტები და აქსესუარები, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად ირიცხება „ეივონ საქართველოს“ საქველმოქმედო ფონდში და ხმარდება პროექტით გათვალისწინებულ მიზნებს. S

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *