Google-ის თქმით, Android 12 რამდენიმე კვირაში გამოჩნდება

Google-ის თქმით, Android 12 რამდენიმე კვირაში გამოჩნდება

Google-ის თქმით, ისინი Android 12 Beta-ს საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ Android 12-ის სრული ოპერაციული სისტემა რამდენიმე კვირაში გამოჩნდება – ახალ ოპერაციულ სისტემაზე წვდომა Google-ის უახლესი სმარტფონის, Pixel 5A-ს მფლობელებს შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ Pixel 5A ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გამოვიდა, მაგრამ Android 12-ის ბეტა-ვერსია ამ დრომდე არ იყო ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ეს სმარტფონი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მხოლოდ ორი ქვეყნის ბაზარზე, ამერიკასა და იაპონიაში იყიდება – ოპერაციული სისტემის განახლება თითოეული სმარტფონის მფლობელს შეუძლია.

ოპერაციული სისტემა Android 12, Google-მა ჯერ კიდევ მაისში წარმოადგინა, ყოველწლიურ Google I/O-ზე. წინა თაობის ოპერაციულ სისტემებთან შედარებით, Android 12-ის UI საფუძვლიანად არის შეცვლილი: განახლდა ვიჯეტების სისტემა, Google Pay-ისა და ჭკვიანი სახლის საკონტროლო ღილაკებმა ადგილი იცვალეს, ღილაკები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ანიმაციები განახლდა. გარდა ვიზუალური მხარისა, განახლდა კამერის, მიკროფონისა და ადგილმდებარეობის უსაფრთხოების ფუნქციონალი. Android 12-ით აღჭურვილ მოწყობილობებს Samsung-ის ტელევიზორების დისტანციური მართვის პულტიც ექნებათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *